უნდა ვივარჯიშოთ თუ არა გაციების დროს
ამბობს სპორტული ექიმი კალვინ ჰვანგი. მან განმარტა, რომ მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სიარული ან იოგა, ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ეხმარება მათ უფრო ენერგიულად ირეაგირონ ინფექციაზე.
მსუბუქი გაციებისას, ფიტნეს ვარჯიში არ არის მავნე ჯანმრთელობისთვის და სასარგებლოც კია. ამის შესახებ HuffPost-ს განუცხადა კალვინ ჰვანგმა, კალიფორნიის სტენფორდის სამედიცინო ცენტრის სპორტულმა ექიმმა (აშშ).
სპეციალისტის თქმით, თუ ადამიანს აღენიშნება გრიპის ან გაციების მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, სურდო, და ყელის ტკივილი, ვარჯიშს არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ჰვანგი ამბობს, რომ დაბალი და ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ეხმარება მათ უფრო ენერგიული რეაგირება მოახდინონ ინფექციაზე.
ექიმი მსუბუქი ავადმყოფობის დროს იოგას გაკეთებას ან მარტო გასეირნებას გვირჩევს. ძირითადი წესია არ წახვიდეთ სპორტდარბაზში ან ჯგუფურ ვარჯიშზე, რათა არ გავრცელდეს ვირუსები, გვაფრთხილებს სპეციალისტი. მან ასევე უარყოფითად შეაფასა ძლიერი ფიზიკური აქტივობის იდეა, როცა თავს ცუდად გრძნობთ.
ექიმის თქმით, ზოგჯერ ორგანიზმს მხოლოდ დასვენება სჭირდება და დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, ჰვანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსუბუქი ვარჯიშიც კი არ არის რეკომენდებული, თუ ძლიერდება გაციების სიმპტომები:
- ცხელება,
- ხველა,
- სახსრებისა და სხეულის ტკივილი,
- დიარეა ან ღებინება.
მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ორგანიზმი განიცდის გაზრდილ სტრესს, ვარჯიში კი მხოლოდ აძლიერებს მას და ართმევს აღდგენისთვის აუცილებელ ძალას. გარდა ამისა, ჰვანგის თქმით, ვარჯიშის დროს ოფლიანობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების უფრო მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა.