ისევ ღორის გრიპის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისევ ღორის გრიპის შესახებ

 

 

 

 

 

 

როგორია ღორის გრიპის სიმპტომები?

იგი არაფრით განსხვავედება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, სქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა საეჭვო შემთხვევაში უცხოეთის ძლიერ ლაბორატორიებში ხდება ჩვენთან მიღებული მონაცემის გადამოწმება. ალბათ ყველას დაებადება კითხვა: თუ ღორის გრიპის სიმპტომები ჰგავს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს, როგორ უნდა მიხვდეს საწყის ეტაპზე დაავადებული და თავად ექიმიც, რომ ამ საშიშ ინფექციასთან აქვს საქმე? პრიველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ანუ არის თუ არა იმ რეგიონში დაფიქსირებული ღორის გრიპის შემთხვევა, სპეციალისტები გვირჩევენ, ამ სიმპრომების აღმოჩენისთანავე ვიხმაროთ ანტივირუსული პრეპარატები - ტამიფლუ ან რელენზა. უნდა ითქვას, რომ ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ყველას არ ხელეწიფება მათი შეძენა. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა დავადების არც ერთი შემთხვევა. თუმცა, ალბათ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პრეპარატის გაიაფებაზე, ანუ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მოხდეს პრეპარატის ფასის ანაზღაურება.

შეიძლება თუ არა დაავადებისგან განკურნება?

კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ორი ანტივირუსული პრეპარატი - Tamiflu და Relenza - ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია, თუ მას სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღებს დაავადებული. ამ პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით მიღებას აზრი არ აქვს.

დაეხმარება თუ არა ადამიანს სეზონური ვაქცინაცია?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, ახალი შტამისგან ადამიანის მხოლოდ მინიმალურად დაცვა შეუძლია.

რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელიც იმყოფება ინფიცირებულ ტერიტორიაზე?

ადამიანი უნდა ერიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ხშირად დიბანიოს ხელი, ეცადოს, რომ არ შეეხოს საკუთარ ცხვირსა და პირს და გამოყენებისთანავე გადააგდოს ცხვირსახოცი. დამცველი ნიღბის ტარება არ არის აუცილებელიო - ამბობენ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

საშიშია თუ არა ღორის ხორცის ჭამა?

კარგად დამუშავებული ღორის ხორცისგან მომზადებული კერძების ჭამა საშიში არ არის, თუმცა ნახევრად უმი ინფიცირებული ღორის ხორცი რამდენადმე საშიშია.