რომელ ასაკში არიან ადამიანები ყველაზე ბედნიერები - მეცნიერთა დასკვნა
მაგრამ მკვლევარები დარწმუნებულები არიან: „ბედნიერების ასაკი“ გაცილებით გვიან და იმავდროულად მაქსიმალური თავდაჯერებულობით მოდის.
მეცნიერები თანხმდებიან: 60 წლის ასაკში ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ახალგაზრდობაში.
- აღმოჩნდა, რომ შფოთვის, სტრესის და დეპრესიის დონე ყველაზე მაღალია ძირითადად 20-დან 30 წლამდე ასაკში. დილიპ ჯესტემ, ფსიქიატრმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, განუცხადა Time-ს, რომ ბედნიერების ეფექტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ყოველდღიურ სტრესთან უფრო მარტივად გამკლავების უნართან და აგრეთვე იმასთან, რომ არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი წვრილმანებში.
Psychology Bulletin-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა განაცხადეს, რომ თავდაჯერებულობა პიკს აღწევს დაახლოებით 60 წლის ასაკში. ეს აიხსნება სტაბილურობით, რადგან აღარაა ბვშვებზე სადარდებელი ისეთი მწვავე, პირიქით ამაყობთ მათით, კარიერა უკვე გაკეთებულია, მეუღლესთან ერთად კი ცხოვრების ნახევარი გაქვთ გატარებული.