რა აღმოჩნდა 109 წლის პენსიონერის დღეგრძელობის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აღმოჩნდა 109 წლის პენსიონერის დღეგრძელობის საიდუმლო

რომლებმაც გაამხილეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების უჩვეულო საიდუმლო. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.

ჯენი ლიბერტინიმ დაბადების დღე აღნიშნა მერილენდის შტატში, კეტონსვილის მოხუცთა თავშესაფარში. 109 წლის პენსიონერი რეგულარულად თამაშობს ბინგოს, ამიტომ საკუთარ დღესასწაულზე მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საყვარელ თამაშში.

ამ დღეს ზეიმს მისი მეგობრებიც შეუერთდნენ. ლიბერტინის ერთ-ერთმა მეგობარმა კი მის დღეგრძელობის მთავარი საიდუმლო დაასახელა. მისი თქმით, პენსიონერის ხანგრძლივი ცხოვრების გასაღები უქმრობაშია.

  • „მას არ ჰყავს მამაკაცი, დაახლოებით 30 წელია განქორწინებულია, ამიტომ არანაირი სტრესი არ აქვს“, - ამბობს ის.
  • ლიბერტინი დაიბადა სიცილიელი ემიგრანტების ოჯახში 1915 წელს. მას ჰყავდა სამი ძმა და და.
  • იგი დაქორწინდა და მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა აშშ-ს სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში.

ლიბერტინის ჰყავდა ვაჟი, სახელად მაიკლი, რომელმაც 83 წელი იცოცხლა. როდესაც ის გარდაიცვალა, მეგობართან წავიდა საცხოვრებლად, ხოლო 105 წლიდან ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში.

ქალს ამჟამად დაწესებულებაში თანამშრომლები უვლიან. ის ცოტა ხნის წინ დაეცა და დაშავდა, რის შედეგადაც იგი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

ამის შემდეგ ლიბერტინი ცოტას ლაპარაკობს. ამის მიუხედავად, თანამშრომლებისა და სტუმრების თქმით, ქალი იყო და რჩება ძალიან კეთილ და მზრუნველ ადამიანად.

"მე მას ყოველწლიურად ვსტუმრობ, რადგან ის წარმოუდგენლად შთამაგონებს", - ამბობს დღეგრძელის ერთ-ერთი მეგობარი.