30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა
მათ შორისაა 30 წლის ბექა შუბითიძე, რომელმაც საკუთარ მისიად პატარა ასაკიდანვე ადამიანების დახმარება დაისახა. მიმართულებაც საკმაოდ იშვიათი აირჩია – თორაკალური ქირურგია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია ახლავს მომენტს, როდესაც პაციენტი კლინიკას ჯანმრთელი ტოვებს. საქმიანობაში თოდუას კლინიკის გარემოც უწყობს ხელს, რაც კვლევების, ქირურგიული ოპერაციებისა და თერაპიისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი, ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ერთ სივრცეში პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას. ამ სტატიაში ბექა შუბითიძე მოგვიყვება, როგორ აირჩია მედიცინის სწორედ ეს მიმართულება და კონკრეტულად, რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია.
დღესდღეობით, მსოფლიოში უამრავი საინტერესო მიმართულებაა საქმიანობისთვის. იმ ფონზე, როდესაც ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პროფესიის ნაკლებობას არ განვიცდით – რით მოგხიბლა მედიცინამ და რა პერსპექტივა დაინახე ამ ყველაფერში?
ყოველთვის ძალიან მინდოდა ადამიანების დახმარება. ადრეულ ასაკში ხშირად მქონდა შეხება სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელებთან, რამაც ასევე დიდწილად განაპირობა ჩემი არჩევანი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ექიმი. ამაში გარკვეული წვლილი იქონია დედაჩემის სამედიცინო საქმიანობამაც.
როდესაც მეკითხებიან რჩევას, ისწავლონ თუ არა სამედიცინო ფაკულტეტზე, ვპასუხობ – „არაა“, რადგან თუ ადამიანს ეჭვი ეპარება გახდეს ექიმი, მაშინ სჯობს, ამ სფეროში არ წავიდეს. ვთვლი, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი არჩევანი. რატომ? თუ თქვენ გაქვთ სურვილი ემსახუროთ მედიცინას, მაშინ სამუდამოდ აქ ხართ.
არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენ მიერ განკურნებული პაციენტი ტოვებს კლინიკის კედლებს!
მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, აქედან გამომდინარე, შეგიძლია გახდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის ნაწილი, თუნდაც დანერგო ახალი მეთოდი, რომელიც ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესს უფრო დააჩქარებს.
რა არის თორაკალური ქირურგია და რით დაგაინტერესა ამ მიმართულებამ, ყველაზე მეტად?
თორაქს – ნიშნავს გულმკერდის ღრუს, შესაბამისად, თორაკალური ქირურგია არის გულმკერდის ღრუს ქირურგია, რომელიც მოიცავს ოპერაციებს შემდეგ ორგანოებზე:
- გულ–მკერდის კედელი
- ფილტვები
- ტრაქეა
- საყლაპავი მილი
- პლევრა
- დიაფრაგმა
- მკერდუკანა ჯირკვალი
ესაა ორგანოები, რომლებიც მდებარეობენ გულ–მკერდის ღრუში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მათი დაზიანება შეიძლება აღმოჩნდეს მეტად სახიფათო. სწორედ ამ მიდამოს რთული ანატომიური თავისებურების გამო დავინტერესდი თორაკალური ქირურგიის მიმართულებით.
პირველ რიგში, გთხოვ, შენს პროფესიულ არჩევანზე გვიამბე – როგორ აირჩიე ეს არც ისე გავრცელებული მიმართულება ქირურგიაში?
სტუდენობის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ფილტვების ქირურგია, რამაც განაპირობა ამ საკითხით ჩემი უფრო ღრმა დაინტერესება და საბოლოოდ გადავწყვიტე ამერჩია ქირურგიის ეს მიმართულება.
რა ტიპის ოპერაციებს მოიცავს თორაკალური ქირურგია და რა მნიშვნელობა აქვს მას?
თორაკალური ქირურგია მოიცავს როგორც ღია ასევე თორაკოსკოპიულ (მინიინვაზიურ) ოპერაციებს. ეს ოპერაციები შეიძლება იყოს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო სახის. გულ–მკერდის ღრუს ორგანოებზე ღია ტიპის ოპერაციის დროს, განაკვეთი არის დიდი ზომის, შესაბამისად პოსტოპერაციული ტკივილი უფრო ძლიერი, ხანგრძლივი ხასიათისაა და რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება.
ხოლო თორაკოსკოპიული (მინი–ინვაზიური) ოპერაციები მნიშვნელოვნად აადვილებენ პოსტოპერაციულ პერიოდს. ითვლება, რომ განაკვეთის მცირე ზომა დაახლოებით 50%-ით ამცირებს ტკივილს. პოსტოპერაციულ პერიოდში კი პაციენტის მდგომარეობა დიდწილადაა დაკავშირებული თანხმლებ ჭრილობის ტკივილთან. ამიტომ, თორაკოსკოპიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტის რეაბილიტაცია ხდება სწრაფად, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერაციის შემდგომ ჭრილობის კოსმეტიკურ ეფექტზე.
როგორი გარემოა მნიშვნელოვანი კლინიკის ფარგლებში, რომ თორაკალური ქირურგია წარმატებით ხორციელდებოდეს და ამ კუთხით, რამდენად გიწყობთ ხელს კლინიკა?
იმისათვის, რომ კლინიკაში თორაკალური ოპერაცია წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა პროფესიონალ ექიმთა გუნდი, მნიშვნელოვანია ტარდებოდეს ყველა გამოკვლევა, რომელსაც მოითხოვს თორაკალური ქირურგია, კერძოდ:
- სპირომეტრია
- ბრონქოსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- და სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები
ასევე აუცილებელია ამ მიმართულებისთვის საჭირო ინსტუმენტების ქონა. თოდუას კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ექიმები და ექთნები.
თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში მიიღოთ თორაკალურ ქირურგიასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რაც მოიცავს როგორც კვლევებს, ასევე ქირურგიულ და არა ქირურგიულ მომსახურებას.
R