როგორ ამოვიცნოთ კოლორექტული კიბო ადრეულ ეტაპზე - დაავადების გავრცელების სტატისტიკა და პრევენციული ზომები
ყოველ წელს 2 მილიონამდე ადამიანი ავადდება ამ დაავადებით, 950 ათას ადამიანამდეკი იღუპება.
აღსანიშნავია, რომ კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 წელს კოლორექტული კიბოთი ავადობა 2 მილიონიდან 3,5 მილიონამდე გაიზრდება. ავადობის სიხშირე განსხვავდება სქესის მიხედვით. კაცები 30%-ით უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.
რაც შეეხება საქართველოს, ყოველწლიურად 700-მდე პირველადი შემთხვევა ფიქსირდება. კიბოს გავრცელების თვალსაზრისით მამაკაცებში მეოთხე ადგილი უკავია ფილტვის, პროსტატისა და შარდის ბუშტის სიმსივნეების შემდეგ, ხოლო ქალებში მესამე ადგილზეა ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ.
დაავადების რისკებზე, პრევენციასა და მკურნალობის გზებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი ნოდარ ჩხიკვაძე გვესაუბრება.
რამდენად რთული დაავადება კოლორექტული კიბო?
კოლორექტული კიბო ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. სივერაგეს სძენს ის ფაქტი, რომადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. ჩივილები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე ზრდასა და ფართოდ გავრცელებას იწყებს.
როგორ ვითარდება დაავადება?
მსხვილი ნაწლავის კედელი შედგება 3 შრისგან: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული. კოლორექტული კიბო ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვან შრეში არსებულ უჯრედებში, აგრძელებს ზრდას, რის შემდგომაც ვრცელდება ნაწლავის სხვა შრეებშიც. ასევე, ლიმფური გზების და სისხლძარღვების მეშვეობით შესაძლებელია გავრცელდეს შორეულად,სხვა ორგანოებშიც.
ვინ არიან კოლორექტალური კიბოს გაჩენის რისკჯგუფში?
კოლორექტულიკიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან ადამიანები50 წლის ასაკიდან. თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში 20-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 1,5%-ით იზრდება.
რისკფაქტორები ორ ჯგუფად იყოფა: რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან და რისკები, რომელთა თავიდან აცილებაც არ შეიძლება.
რისკები, რომლებიც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ, ასე გამოიყურება:
- თამბაქოს მოხმარება: თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის, საღეჭი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;
- ალკოჰოლის მოხმარება: აუცილებელია, რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების სიხშირის შემცირება. ალკოჰოლის იშვიათმა გამოყენებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი;
- უმოძრაობა: ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი;
- ჭარბი წონა: ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე და გაზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი;
- კვება, რომელშიც შედის უამრავი წითელი და დამუშავებულ ხორცი: დამუშავებული ხორცის პროდუქტებია: ბეკონი, სოსისი და ძეხვი. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება კვირაში ორ პორციამდე შევზღუდოთ.
რისკები, რომელთა თავიდან აცილებაც ვერ ხერხდება, შემდეგია:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- გარკვეული გენეტიკური სინდრომები, რომლებიც შეჭიდულია მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, ასეთია: ლინჩის სინდრომი და მემკვიდრული ადენომატოზური პოლიპოზი;
- მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
- პოლიპების ოჯახური ანამნეზი: თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის ქვეშ.
როგორია დაავადების პირველადი სიმპტომები?
სამწუხაროდ, კოლორექტულ კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე იწყებს ზრდას და გავრცელებას.
კოლორექტული კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია: დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნებამუცლის მიდამოში, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა,სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა „ტენეზმები“, ანემია.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
ზემოთ ჩამოთვლილი 8 სიმპტომიდან, რომელიმე ერთის ან ერთდროულად რამდენიმესარსებობის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა მათი არსებობა არ ნიშნავს აუცილებლად კოლორექტული კიბოს არსებობას.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და იგი მოიცავს რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს 100% გამართულად.
კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკის ბაზისური მეთოდებია: ფიბროკოლონოსკოპია. აღნიშნული კვლევის დროს დრეკადი მილით, ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. სიმსივნური პროცესის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება სიმსივნური უბნიდან ქსოვილების აღება და შემდგომში მათი მორფოლოგიური შესწავლა.
ასევე, ბაზისური კვლევის მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია, რისი საშუალებითაც სიმსივნის ადგილობრივი ზრდისა და გავრცელების შეფასება ხდება.
როგორი ხდება კოლორექტალური კიბოს მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“?
ჩვენს ჰოსპიტალში კოლორექტული კიბოს მკურნალობის სრული სპექტრია წარმოდგენილი. დაავადების მკურნალობა კომპლექსურია. ის მოიცავს: ქირურგიულ მკურნალობას, სხივით თერაპიას, სისტემურ მკურნალობას.
ონკოლოგიური ოპერაციები, მათ შორის, კოლორექტული ქირურგიაც ხორციელდება როგორცღია ტრადიციული წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით.ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, თავის მხრივ, ბევრი დადებითი მხარე აქვს. ესენია: შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება,უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ.
თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს კონკრეტული ანამნეზის გათვალისწინებით. სტატისტიკურად, ჩვენს კლინიკაში, კოლორექტულ ქირურგიაში 85-90% ტარდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.
შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია? როგორ?
კოლორექტული კიბოს სრულად პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სკრინინგ ცენტრების მიმართვით დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. მეორე მხრივ, პოლიპების აღმოჩენისა და მოშორებით შესაძლებელია საერთოდ ავარიდოთ შემდგომში კიბოდ გადაგვარება. დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკფაქტორების მართვითაც შეიძლება:
- მოერიდეთ თამბაქოს გამოყენებას;
- ალკოჰოლური სასმელების დალევისას დაიცავით ზომიერება;
- შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
- მიირთვით ჯანსაღი საკვები. შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული თქვენს რაციონში და შეამცირეთ დამუშავებული ხორცპროდუქტების, ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღება.
R