აღმოჩენილია კიბოსგან დასაცავი აუცილებელი ორგანო
New England Journal ofMedicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თიმუსის არარსებობისას კიბოს განვითარების რისკი, სულ მცირე, ორმაგდება.
თიმუსი მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფში და დაბადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმოქმნის იმუნურ თ უჯრედებს. თუმცა ის მოზრდილთა შორის ყოველთვის ითვლებოდა არაფუნქციურად. ამ მიზეზით მას იღებენ კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს გულსა და ძირითად სისხლძარღვებთან უკეთ მისადგომად.
ავტორებმა მიმოიხილეს 2300 ადამიანის მონაცემები, რომელთაგან ნახევარს ამოღებული ჰქონდა თიმუსი გულის დაავადებებთან დაკავშირებული ოპერაციის დროს, ხოლო მეორეს ჩაუტარდა გულის ოპერაცია ჯირკვლის ამოღების გარეშე. პაციენტებს გაუზომეს სისხლში თ უჯრედების წარმოება და იმუნიტეტთან დაკავშირებული მოლეკულების დონეც.
სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თიმექტომიის ოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ პაციენტების დაახლოებით რვა პროცენტი ვერ გადარჩა, იმათთან შედარებით, ვინც არ ამოიღო ჯირკვალი, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების რისკს 2,9-ჯერ ზრდის. ამავე პერიოდში თიმექტომიის ჯგუფში მონაწილეთა 7,4 პროცენტს განუვითარდა კიბო საკონტროლო ჯგუფის პაციენტების 3,7 პროცენტთან შედარებით.
გარდა ამისა, იმ ჯგუფში, სადაც ჯირკვალი ამოიღეს, სუბიექტების 12,3 პროცენტს განუვითარდა აუტოიმუნური დაავადება, საკონტროლო ჯგუფში 7,9 პროცენტთან შედარებით, რამაც 1,5-ჯერ გაზარდა დარღვევის შანსი. თიმექტომიის შემდეგ პაციენტებს აღენიშნათ ახალი თ უჯრედების გამომუშავების შემცირება და სისხლში ანთების საწინააღმდეგო მოლეკულების უფრო მაღალი დონე.