რომელი 5 ვიტამინი სჭირდებათ ქალებს 40 წლის შემდეგ
40 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა აკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობა
დაღლილობა, უძლურება, ძილიანობა - ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.
ხუთი ვიტამინი, რომელიც ქალებს პირველ რიგში სჭირდებათ.
ვიტამინი D
ის ხელს უწყობს კალციუმის უკეთ ათვისებას, პასუხისმგებელია ძვლების სიმტკიცეზე და ასევე იცავს ორგანიზმს დიაბეტის, ასევე გულის შეტევის, ფსორიაზის, სიმსუქნის, ალერგიული რეაქციების და ეპილეფსიის განვითარების რისკისგან. ცნობილია, რომ მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.
ვიტამინი A
პასუხისმგებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ხარისხზე, ხელს უწყობს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას, იცავს მასტოპათიისგან.
ვიტამინი E
მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზში, ამცირებს ათეროსკლეროზისა და თრომბოზის რისკს, ეხმარება ღვიძლს, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ გაჩენას.
B ჯგუფის ვიტამინები
მონაწილეობენ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის განვითარებისთვის, მათ შორის ტვინის ფუნქციონირებისთვის და სტრესის დონის შესამცირებლად.
ვიტამინი С
ეს ანტიოქსიდანტი იცავს ჩვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან – ისინი აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის - მყესების, სახსრებისა და კანის შენებაში.
მნიშვნელოვანია: არ მიიღოთ ვიტამინები თვითნებურად, მაშინაც კი, თუ ყველა სიმპტომი მიუთითებს გარკვეული მიკროელემენტის დეფიციტზე. ყველა ვიტამინი საკვებიდან შეგვიძლია მივიღოთ, მთავარია რაციონს მივხედოთ.