მეცნიერებმა მუდმივი შიმშილის გრძნობის მიზეზები აღმოაჩინეს
მნიშვნელობას, როდესაც საქმე ჯანმრთელობასა და დიეტას ეხება.
ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერების ხელმძღვანელობით, შეაგროვა დეტალური ინფორმაცია სისხლში გლუკოზის დონის რყევების და სხვა ბიომარკერების შესახებ, რომლებიც ასახავს ჯანმრთელობის მდგომარეობას ათასზე მეტ ადამიანში. ორი კვირის განმავლობაში ეს ხალხი ერთსა და იმავე საუზმეს მიირთმევდა, დღის განმავლობაში კი იმას ჭამდნენ, რაც სურდათ.
საუზმეზე კვლევის მონაწილეებმა მიიღეს მაფინები, რომლიც შეიცავდა ერთსადაიმავე რაოდენობის კალორიებს, მაგრამ მათი შემადგენლობა იცვლებოდა ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და ბოჭკოების რაოდენობით.
ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები მუდმივად ატარებდნენ სისხლში გლუკოზის მონიტორინგის უწყვეტ სისტემას, ასევე ელექტრონულ სამაჯურებს ფიზიკური აქტივობისა და ძილის მონიტორინგისთვის. გარდა ამისა, მონაწილეებმა გამოიყენეს სპეციალური სმარტფონის აპლიკაცია, რათა ჩაეწერათ როდის და რას ჭამდნენ დღის განმავლობაში, ასევე შიმშილის ხარისხი, რასაც გრძნობდნენ.
წინა კვლევები ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა სისხლში გლუკოზის დონე ჭამიდან პირველი ორი საათის განმავლობაში. თუმცა, შეგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს აღენიშნებოდა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ვარდნა ჭამის შემდეგ პიკიდან ორი-ოთხი საათის შემდეგ. ასეთ ადამიანებში შაქრის დონე სწრაფად ეცემოდა ნორმის ქვევით და შემდეგ ბრუნდებოდა.
ეს "ატრაქციონი" იწვევს იმ ფაქტს, რომ ადამიანი უფრო სწრაფად იწყებს შიმშილის გრძნობას და, ზოგადად, მეტს ჭამს.
ამრიგად, ამ მახასიათებლის მქონე მონაწილეები 9%-ით მეტად შიმშილობდნენ და შემდეგ კვებას სხვებზე საშუალოდ ნახევარი საათით ადრე იწყებდნენ. საუზმიდან 3-4 საათის შემდეგ ისინი ღებულობდნენ 75 კალორიით მეტ საკვებს დადაახლოებით 312 კალორიით მეტს დღეში, ვიდრე მონაწილეები „ატრაქციონის“ გარეშე. პოტენციურად, ასეთმა გადაჭარბებულმა ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს დაახლოებით ცხრა დამატებითი კგ-ს მომატება წელიწადში.
მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი „ატრაქციონის“ მიდრეკილებასა და ასაკს, წონას ან სხეულის მასის ინდექსს შორის. ამავდროულად, სისხლში შაქრის დონის ვარდნა, საშუალოდ, უფრო თვალსაჩინოა მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
ის ფაქტი, რომ ადამიანებს აქვთ ძალიან განსხვავებული რეაქცია ერთსა და იმავე საკვებზე, გვიჩვენებს იმ საკვების არჩევის მნიშვნელობას, რომელიც შეესაბამება თქვენს უნიკალურ ბიოლოგიას. ეს საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ სისავსის გრძნობა უფრო დიდხანს და, ზოგადად, ნაკლები ჭამოთ, ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.