გაიგე, როგორ მიიღო ჯპს-სგან მედიკამენტები უფასოდ
პროგრამაში ჩართვის მთავარი პირობა ექიმთან ვიზიტია, რომელიც მოახდენს თქვენს რეგისტრაციას ბაზაში და მის მიერ გამოწერილი მედიკამენტების გატანას ჯპს-ის ნებისმიერი ფილიალიდან შეძლებთ. ის ბენეფიციარები, რომლებიც სრულად მოახდენენ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების ჯპს-ის ქსელიდან გატანას, მიიღებენ საჩუქარს. აფთიაქში სტუმრობისას აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების; ფილტვის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის; ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით.
R