ალცჰაიმერის დაავადება დაუკავშირეს ნაწლავის ბაქტერიებს
კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა შვეიცარიისა და იტალიის სპეციალისტთა დიდმა ჯგუფმა, გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's Disease.
ბოლო წლებში გაჩნდა ვარაუდები, რომ ნაწლავის მიკროფლორას (მიკრობიოტა) შემადგენლობამ - მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც ბინადრობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში - შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში. ამ ჰიპოთეზას ადასტურებს ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოვანი ფრიზონის და მისი კოლეგების მიერ მიღებული შედეგები.
მეცნიერებმა 65-დან 85 წლამდე ასაკის 89 ადამიანის ტვინი სკანირება მოახდინეს. ზოგიერთ მათგანს ალცჰაიმერის ან სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების დიაგნოზი დაუსვეს, რომლებიც მეხსიერების იგივე პრობლემებს იწვევს, ზოგი კი ჯანმრთელი იყო. მკვლევარებმა შეაფასეს ე.წ ამილოიდური ფოლაქების არსებობა და მოცულობა მონაწილეთა ტვინის ქსოვილში. ტვინის ქსოვილში ამილოიდური ბეტა ცილის გროვები (ფოლაქები) ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს მონაწილეთა სისხლში ნაწლავის ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სხვადასხვა ანთებითი მარკერებისა და ცილების დონე და ასევე შეაფასეს მათი ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობა.
აღმოჩნდა, რომ ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებულთა ნაწლავებში ბაქტერიების შემადგენლობა განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანების მიკრობიოტას შემადგენლობიდან - ნაკლებია მრავალფეროვნება და დარღვეულია ბალანსი მიკრობებს შორის: ერთი სახეობის ბაქტერიები ძალიან ბევრია, სხვა სახეობის კი პირირიქით, ძალიან ცოტა.
არსებობდა მკაფიო კავშირი მონაწილეთა სისხლში ნაწლავის ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი გარკვეული ქიმიური ნაერთების დონესა და მათ ტვინის ქსოვილში ამილოიდის დეპოზიტების ზომას შორის. ამრიგად, რაც უფრო მეტია ბაქტერიულილი ლიპოპოლისაქარიდი, აცეტატი და ვალერატი სისხლში, მით მეტი ამილოიდური დაფები იყო მათ ტვინის ქსოვილში. პირიქით, სხვა ნივთიერების, ბუტირატის მაღალი დონე შეესაბამებოდა ტვინში ამილოიდური გროვების მოცულობის შემცირებას.
ფრიზონი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ნაწლავის ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი გარკვეული ნაერთები, როდესაც გამოიყოფა სისხლში, ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რაც იწვევს ქრონიკულ სისტემურ ანთებას. ეს იწვევს იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმის დარღვევას, რაც იწვევს ნეიროდეგენერაციის პროცესს. ამავდროულად, სხვა ბაქტერიულ ნივთიერებებს, პირიქით, აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ნეირონების დამცავი თვისებები, რის გამოც ისინი პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენენ ტვინის მუშაობაზე.
მკვლევარების თქმით, ეს აღმოჩენა ალცჰაიმერის დაავადების პრევენციის ახალი მიდგომის საშუალებას იძლევა. ამისთვის შესაძლებელი იქნება პრებიოტიკების გამოყენება, რომლებიც ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლების საფუძველია. მართალია, პირველ რიგში აუცილებელია იმის დადგენა, თუ რომელი ტიპის ბაქტერიის "გამოკვება" უნდა მოხდეს, - აღნიშნა ფრიზონიმ.