რა სჭირს ადამიანს, რომელიც ვეღარ იღებს სიამოვნებას იმით, რაც უყვარს?
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს?
არსებობს ერთი უკიდურესობა - ჰედონიზმი, როდესაც სიამოვნების მიღება ხდება ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი. ჰედონიზმის ანტიპოდი, არის ანჰედონია. ეს არის გონებრივი გადახრა, როდესაც ადამიანი წყვეტს სიხარულის და სიამოვნების განცდას მოქმედებებისა და მოვლენებისგან, რომლებიც ადრე სიამოვნებას და სასიამოვნო ემოციებს იწვევდა.
ანჰედონიას სიმპტომებია:
- განწყობის დაკარგვა;
- აპათია;
- მოუსვენრობა და სიცარიელე;
- იზოლაცია,უხალისობა, იმ ადამიანებთან კონტაქტის სურვილის დაკარგვა, ვისთანაც ადრე მოგწონდათ ურთიერთობა.
ყველაფერი ნელა და შეუმჩნევლად ვითარდება, სიმპტომები დროთა განმავლობაში მატულობს. რაიმე არასწორის შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ინტერესი ქრება იმით, რაც ადრე გხიბლავდა. ამ ფონზე ვითარდება ძლიერი ზიზღი სხვადასხვა მოვლენის მიმართ და სამსახურში დასწრების აუცილებლობა კარგავს მნიშვნელობას.
ანჰედონიის მიზეზები
ყველაზე ხშირად ეს მდგომარეობა ხდება ხანგრძლივი სტრესის და მუდმივი დაძაბულობის, სომატური დაავადებების ან თავის ტვინის დაზიანების გამო. ანჰედონია შეიძლება იყოს სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობის სიმპტომი, როგორიცაა მაგ.
- დეპრესია,
- სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედება,
- ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება,
- PTSD (პოსტტრავმული სტრესული აშლილობა),
- ADHD (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი),
- სომატური პათოლოგიის გამოვლინება (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ანემია, D ვიტამინის დეფიციტი და ანთებითი პროცესები),
- შიზოფრენიის გამოვლინება.
იშვიათია, მაგრამ ანჰედონია შეიძლება განვითარდეს ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების მიღებისას.
თუ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ განიცდით გუნება-განწყობის დაქვეითებას და ანჰედონიის სხვა სიმპტომებს, დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. აუცილებელია ანჰედონიის მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრა. ანედონიამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული აშლილობა, რაც სერიოზული მდგომარეობაა. ამიტომ, არ უნდა უგულებელყოთ სპეციალისტების დახმარება.