რომელ ხილს შეუძლია დაგვიცვას მრავალი დაავადებისგან
მეცნიერებმა გააანალიზეს, როგორ მოქმედებს ეს ხილი მთელ რიგ დაავადებებზე, კერძოდ, სიმსუქნეზე, მეტაბოლურ სინდრომზე და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე.
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ბროწეული ამცირებს არა მხოლოდ შაქრის დონეს სისხლში, არამედ ლიპიდების კონცენტრაციას, ასევე ცუდ ქოლესტერინს, ამასთან ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს, რაც ნიშნავს, რომ ის იცავს ათეროსკლეროზისა და ამასთან დაკავშირებულ სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ეს გამოწვეულია პოლიფენოლებით და სხვა ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით. ისინი სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდიან, რითაც ამცირებენ არტერიულ წნევას.
ასე რომ, ბროწეული, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეუცვლელია ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბროწეულის ერთ ჭიქა წვენს შეუძლია სისტოლური წნევა 5 მმ Hg-ით „ჩამოსწიოს“, დიასტოლური კი - 2 მმ-ით.
სასურველია ბროწეულის ბროწეულის წვენის რეგულარულად მიღება, განსაკუთრებით სეზონზე. ნორმაა დღეში ნახევარი ჭიქა ბროწეულის მარცვალი.