მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პესიმისტები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ოპტიმისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პესიმისტები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ოპტიმისტები

ბედნიერების წყურვილი იწვევს მწუხარებას

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა ბედნიერების ფსიქოლოგიის სფერო. ამ სფეროში მუშაობენ არა მხოლოდ მაღალი დონის მეცნიერები, არამედ ქარიზმატული მომხსენებლები, მწვრთნელები და სხვა მოგებაზე ორიენირებული მონადირეები. ისინი აქტიურად ასწავლიან ადამიანებს ოპტიმიზმს და ამაზე შოულობენ ფულს. ისინი გპირდებიან ფინანსურ წარმატებას, გარდა ამისა, ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას. მაგრამ ბოლოს ბევრი ვერ აღწევს პირველს და კარგავს მეორეს და მესამეს. რატომ? სწორედ ამას ეძღვნება ბატას უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა.

მათ მიიღეს წვდომა დიდი ბრიტანეთის 36000-ზე მეტი ოჯახის მონაცემთა ბაზაზე. მათ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ ადამიანების ფსიქოლოგიას, მათ მოლოდინებს ფინანსურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, ასევე მათ რეალურ ფინანსურ მდგომარეობას სხვადასხვა წლებში. ასეთი შეფასებები არაერთხელ გაკეთდა.

ბევრი გამოუსწორებელი ოპტიმისტი აღმოჩნდა არახელსაყრელ მდგომარეობაში – როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ასევე ფინანსურ სფეროში. ხოლო პესიმისტურ რეალისტებს შორის ხშირად პირიქით იყო.

არ არსებობს კანონი სულელებისთვის

ყველაზე მაღალი შემეცნებითი (გონებრივი) შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შორის 22%-ით მეტი რეალისტი (პესიმისტი) იყო და 35%-ით ნაკლები გამოუსწორებელი ოპტიმისტი. მეცნიერები ასკვნიან: „ეს ვარაუდობს, რომ ზედმეტად ოპტიმისტური აზროვნების ნეგატიური შედეგები შეიძლება იყოს, ნაწილობრივ, დაბალი შემეცნებითი უნარის პირდაპირი შედეგი“. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ოპტიმიზმისკენ მიდრეკილება ნაწილობრივ გამოწვეულია კოგნიტური შესაძლებლობების დაბალი დონეებით, რაც მოიცავს მეხსიერებას, განვითარებულ მეტყველებას, მათემატიკურ შესაძლებლობებს, ფლუიდურ ინტელექტს. ეს უკანასკნელი ადამიანის უნარია, იფიქროს ლოგიკურად და გადაჭრას პრობლემები ახალ არასტანდარტულ სიტუაციებში, მიუხედავად მანამდე მიღებული ცოდნისა.

ეს ზუსტად ასე განისაზღვრა რაიმონდ კატელმა, რომელმაც შექმნა ფლუიდური და კრისტალიზებული ინტელექტის თეორიები.