30 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა ცემინება შეიკავა და საავადმყოფოში ტრაქეის გახეთქვის დიაგნოზით აღმოჩნდა
მამაკაცი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მივიდა ჩივილით მკვეთრ ტკივილზე, რომელიც წარმოიშვა ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ხელის დაფარებისას და კისრის შეშუპების გამო. გამოკვლევამ აჩვენა ტრაქეის პერფორაცია და ჰაერის შეღწევა მის მიღმა რბილ ქსოვილებში.
30 წლის ბრიტანელს, როგორც გაირკვა, ალერგიული რინიტი აწუხებდა, რის გამოც ხშირად აცემინებდა. მან ექიმებს უთხრა, რომ მანქანას მართავდა, როცა ისევ ცემინება დაიწყო, მაგრამ თავის შეკავება გადაწყვიტა - პირი დახურა და ცხვირზე ხელი აიკრა. ამ დროს მან კისერში ძლიერი ტკივილი იგრძნო. როდესაც პაციენტი საავადმყოფოში შეიყვანეს, კისერი უკვე ორივე მხრიდან იყო შეშუპებული, მაგრამ არ იყო ქოშინი, ხმის ჩახლეჩა და ყლაპვის პრობლემა. გამოკვლევის დროს ექიმებმა გამოავლინეს დამახასიათებელი ხრაშუნის ხმა (კრეპიტაცია) და კისრის მოძრაობის შეზღუდვა. საინტერესოა, რომ ენდოსკოპიით არ გამოვლენილა პათოლოგიები. მაგრამ რენტგენმა გამოავლინა ემფიზემა - ჰაერის დაგროვება კანის ქვეშ დაკისრის ცხიმოვან ქსოვილში.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ კონტრასტით გამოავლინა მიზეზი - ტრაქეის გახეთქვა ხერხემლის მესამე და მეოთხე მალის დონეზე ჰაერის არსებობით კისრის და შუასაყარის რბილ ქსოვილებში.
„როგორც წესი, ცემინების დროს წნევა ზედა სასუნთქ გზებში არის 1-2 კპა; თუმცა, თუ პირი და ცხვირი დახურულია, წნევაშეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს“, - განმარტავენ ექიმები სამეცნიერო სტატიაში.
ტრაქეის სპონტანური პერფორაცია ითვლება იშვიათ და სიცოცხლისათვის საშიშ მოვლენად. ყველაზე ხშირად ის ხდება სამედიცინო ჩარევების შედეგად, როგორიცაა ინტუბაციის დროს დაზიანება, ტრაქეოსტომიის დაყენება, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია და სხვა ან მავნე ნივთიერებებით საყლაპავის დაზიანების, მწვავე და ბლაგვი დაზიანებების შედეგად. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობაც. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და პერფორაციის მდებარეობაზე.
აღწერილ შემთხვევაში ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოპერაცია არ იყო საჭირო. მამაკაცი საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში დარჩა, რომლის დროსაც ყურადღებით აკვირდებოდნენ მის სუნთქვას, სისხლის მაჩვენებლებს, არტერიულწნევას და ტემპერატურას.
სიფრთხილის მიზნით, პირველ ღამეს, აუკრძალეს ჭამა, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სასწრაფო ინტუბაციის საჭიროების გამო. პაციენტს ასევე არ დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, მაგრამ დაუნიშნეს სიმპტომური ტკივილგამაყუჩებლები და პარაცეტამოლი. ასევე ალერგიული რინიტისა და ცხვირის შეშუპების სტანდარტული მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.
48 საათის შემდეგ ბრიტანელი გაწერეს სახლში, აუკრძალეს ცემინების შეკავება ცხვირსა და პირზე ხელის მიფარებით და გარკვეული დროის განმავლობაში ვარჯიში. ხუთი კვირის შემდეგ განმეორებითმა CT სკანირებამ აჩვენა ტრაქეის სრული შეხორცება და სხვა პათოლოგიების არარსებობა. ექიმების თქმით, პერფორაცია გამოწვეული იყო ტრაქეაში წნევის სწრაფი მატებით, იმის გამო, რომ მამაკაცმა დახურული ცხვირითა და პირით დააცემინა.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ცემინებისას რეკომენდებულია (იმისთვის, რომ ბაქტერიები არ გაიფანტოს და სხვას უხერხულობა არშექმნას) პირზე და ცხვირზე მხოლოდ ხელი დაიფაროთ, მაგრამ მჭიდროდ არ დაიჭიროთ ისე, რომ ჰაერის ზეწოლა შიგნით წავიდეს. დაცემინების ჩახშობის მცდელობა შეიძლება საშიში იყოს, როგორც ეს ამ შემთხვევამ აჩვენა.