ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, ნაპოვნია - ინფორმაციას მამა ადასტურებს
„17 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე 6 კვარტალიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერი კომენტარებში“ - ეწერა განცხადებაში.
ვრცელდებოდა დაკარგული 13 წლის ბიჭის ფოტოსურათებიც.
სულ ახლახანს ოჯახმა სასიხარულო ინფორმაცია აცნობა საზოგადოებას: ბიჭი ნაპოვნია და კარგად არის.