თურქმა ექიმებმა სოსო ჯაჭვლიანს ქიმიოთერაპიების შემდეგ შინ დაბრუნების ნება დართეს
მოგეხსენებათ, მსახიობი მძიმე სენს ებრძვის და 4-თვიანი მკურნალობისა და ქიმიოთერაპიების შემდეგ მას თურქმა ექიმებმა შინ დაბრუნების ნება დართეს. როგორც მისი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე გვიყვება, მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და რაც ყველაზე სასიხარულოა, სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო.
"სოსო გუშინ ჩამოფრინდა თურქეთიდან. მას ექიმების კეთილი ნების გამო მიეცა საშუალება წამოსულიყო და გარემო გამოეცვალა. სოსო რამდენიმე თვეა, სტამბოლის კლინიკაშია, რაც გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოსომ რამდენიმე ქიმია გაიკეთა, შემდეგ საკონტროლო ანალიზები ჩაუტარდა და თურქი ექიმები კმაყოფილები არიან იმით, რომ მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - სიმსივნის კერები არა მარტო დაკონსერვდა, არამედ შემცირებულიც კია. მკურნალობა წარმატებით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოსოს არ გამოუშვებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ნოემბრის ბოლოს გამოეშვათ, მაგრამ ექიმებმა ჩათვალეს, უმჯობესი იქნებოდა, ადგილზე გაეკეთებინათ სამედიცინო მანიპულაციები. სოსო იანვრის ბოლომდე თბილისში ჩაიტარებს ორ მანიპულაციას, შემდეგ პასუხებს გადააგზავნიან სტამბოლის კლინიკაში და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, რა იქნება საჭირო. როგორც ვიცი, საუბარია 2 მიმართულებაზე - შეიძლება გაუგრძელონ ქიმია, ან გადაიყვანონ აბებზე. განაგრძეთ კითხვა