დიეტა რომელიც გულის ჯანმრთელობას სულ რაღაც 8 კვირაში აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა რომელიც გულის ჯანმრთელობას სულ რაღაც 8 კვირაში აუმჯობესებს

მეცნიერთა ახალმა კვლევამ აღმოაჩინა კვების რაციონი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვეში ხელს უწყობს არა მხოლოდ წონის და ინსულინის დონის, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებას.

მათი კვლევისთვის, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, მკვლევარებმა შეკრიბეს 22 წყვილი ჯანმრთელი იდენტური ტყუპები და დაყვეს ტყუპები ორ ჯგუფად. ყველა მონაწილემ დაიცვა ჯანსაღი დიეტა - ბოსტნეულით, პარკოსნებით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, თხილით და თესლით. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ჯგუფის წევრებს, სხვა საკვებთან ერთად, ხორცს (ზომიერი და ჯანსაღი რაოდენობით) აძლევდნენ, დანარჩენები კი მკაცრად მცენარეულ საკვებს ჭამდნენ. ექსპერიმენტის პირველ ნაწილში მონაწილეებს უნდა ეჭამათ მხოლოდ ის, რაც მათ მიეცემოდათ. სპეციალურ მენიუში არ იყო დამუშავებული საკვები, კვება იყო დაბალანსებული და სპეციალისტების მიერ გააზრებული.

კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში მონაწილეები აგრძელებდნენ დიეტის დაცვას, მაგრამ თვითონ ყიდულობდნენ პროდუქტებს და ამზადებდნენ საკუთარ კერძებს.

რვა კვირის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე ჯგუფის მონაწილეებში გაუმჯობესდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგადი ჯანმრთელობა.

მაგრამ მათ შორის, ვინც მხოლოდ მცენარეულ დიეტას იცავდა, გაუმჯობესება იყო ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი: შემცირდა არა მხოლოდ უზმოზე ინსულინის დონე (20%-ით), არამედ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეც. ამ შედეგების განხილვის შემდეგ, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მათ, ვინც ფიქრობენ სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ჯანმრთელობაზე, უნდა ისარგებლონ მცენარეული საკვებით.

მაგრამ არის ნიუანსი. მათთან, ვინც მკაცრ მცენარეულ საკვებს იღებდა, B12 ვიტამინის დონე შემცირდა.

და მიუხედავად ამისა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე გადასვლა შეიძლება სარისკო იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია კვების ჩვევები თანდათანობით შეიცვალოს.