შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზარდებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზარდებში

გადავწყვიტეთ დავიწყოთ საუბარი „თავიდან’’ ანუ რა არის შაქრიანი დიაბეტი და როგორ მოვუაროთ მას ბავშვთა ასაკში.

ამ თემას წარუძღვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე, რომელსაც ბავშვთა ასაკის დიაბეტში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები

შეიძლება თუ არა დიაბეტი განიკურნოს?

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე - არა. თუ ეს შეცდომა არ არის და ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი სწორია, ის არ გაქრება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერები არ მუშაობენ ამ საკითხის გადასაწყვეტად. ზოგჯერ დაავადების დასაწყისში და ინსულინის დანიშვნიდან პირველ თვეებში დაავადების მიმდინარეობა ისეთი მსუბუქია, რომ შეიძლება იფიქროთ, თითქოს ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამ დროს ინსულინის დოზა ქვეითდება რამოდენიმე ერთეულამდე, ზოგჯერ მის სრულ მოხსნამდე, სისხლში შაქრის რაოდენობა ნორმალურია ან მცირედ მომატებული. ეს ვითარდება იმის გამო, რომ ინსულინოთერაპიის დაწყებისას, ორგანიზმი ნაწილობრივ თითქოს უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, ხოლო კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის მეტი რაოდენობით გამოყოფას. ამ პერიოდს რემისიას ან „თაფლობის თვეს“ უწოდებენ. იგი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირიდან 1-2 წლამდე. თუმცა მოგვიანებით ინსულინზე მოთხოვნილება მაინც მატულობს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა.

ამან არ უნდა შეგაშინოთ. ეს დიაბეტის ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობაა. მთავარი ხომ ინსულინის დოზა კი არა, კარგი კომპენსაციაა.

არსებობს გარდამავალი ჰიპერგლიკემია?

დიახ, არსებობს ე.წ. გარდამავალი (ტრანზიტორული) ჰიპერგლიკემია, როდესაც ძლიერი სტრესის, ფიზიკური დატვირთვის, შოკის, დამწვრობის, სხვადასხვა სომატური დაავადებების (თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ბაზალური მენინგიტი, ენცეფალიტი, ცნს დაზიანებები, მძიმე ვირუსული, ბაქტერიული ინფექციები), ასევე გარკვეული მედიკამენტების (გლუკოკორტიკოიდული, თირეოიდული პრეპარატები, ინტერფერონი, გლუკოზის შეყვანა ვენაში) ფონზე ბავშვების სისხლში შეიძლება აღინიშნებოდეს გლიკემია 11,1 მმოლ/ლ-მდე, რომლის ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 3 კვირამდე. თუ გლიკემია ამ მიზეზების გარეშე 11,1 მმოლ/ლ-ზე მეტია და თან ახლავს კლინიკური სიმპტომები ეს დიდი ალბათობით შაქრიანი დიაბეტია.

რაზეა დამოკიდებული რემისია? რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ იგი?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ადრეა დაწყებული ინსულინთერაპია და რაც უფრო სწორია ინსულინის დოზირება, მით უფრო რეალურია რემისიის დადგომა. თუმცა ყოველთვის ეს ასე არ ხდება. ზოგიერთ ოჯახში ცდილობენ ნებისმიერი გზით მიაღწიონ რემისიას - მკვეთრად ამცირებენ ნახშირწყლების მიღებას, გადაჰყავთ ბავშვი ნედლი ბურღულის, ბოსტნეულის, ნიგვზისა და თხილის მიღებაზე. ამ გზით ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მართლაც შევინარჩუნოთ გლუკოზის ნორმალური დონე რაღაც პერიოდის განმავლობაში. მაგრამ მალე შარდში გაჩნდება აცეტონი, ბავშვი იწყებს წონაში კლებას, ზოგადი მდგომარეობა უარესდება.

ნუ გააკეთებთ ამას! რემისიის შენარჩუნება ძალიან მკაცრი, არაფიზიოლოგიური დიეტით არ შეიძლება! ამით ვერ განიკურნებით დიაბეტისაგან. ორგანიზმისათვის კი ეს ძალიან სახიფათოა, რადგან შემდგომში დიაბეტის მიმდინარეობა იქნება ძალიან მძიმე, არაპროგნოზირებადი.

სხვა საქმეა, თუ ბავშვს ინსულინთერაპიის ფონზე აქვს რემისია და გსურთ მისი გახანგრძლივება. ამისთვის:

  • არ უნდა გადატვირთოთ კუჭქვეშა ჯირკვალი ზედმეტი ნახშირწყლებით;
  • ბევრი იმოძრავეთ, დაკავდით სპორტით;
  • მუდმივად აკონტროლეთ სისხლში შაქარი;
  • მიიღეთ შესაბამისი ზომები გლუკოზის აწევისას;
  • შეეცადეთ დაიცვათ თავი გადაცივებისა და ვირუსული ინფექციებისაგან (ხშირად სწორედ ვირუსული ინფექციებია ხოლმე „თაფლობის თვის“ დასრულების მიზეზი).

შეიძლება თუ არა დიაბეტს ვუმკურნალოთ არა ინსულინით, არამედ სხვა საშუალებებით?

არა! ამ დაავადების მიზეზი ორგანიზმში ინსულინის უკმარისობაა. ჯერჯერობით, მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე მხოლოდ ინსულინის შეყვანაა მკურნალობის ერთადერთი გზა.

ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რადგან ხშირად გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შემოგთავაზებენ „დიაბეტისაგან განკურნების ჯადოსნურ წამალს“.

ბოლო პერიოდში ბევრს წერენ ღეროვანი უჯრედების შესახებ. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მათი გააქტიურებით შეიძლება ისეთი უჯრედების მიღება, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს. თუმცა, ამავე დროს აუცილებელია ისეთი პრეპარატების მიღებაც, რომლებიც დაიცავდნენ გადანერგილ და საკუთარ კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებს განადგურებისაგან. ეს კვლევები ძალიან ძვირადღირებულია და მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში, რაც გვისახავს იმედს, რომ ტიპი 1 დიაბეტის განკურნების მეთოდები აუცილებლად იქნება ნანახი.

glukometri-1702450107.jpg

ჩემს შვილს ზაფხულის პერიოდში დაემართა შაქრიანი დიაბეტი. საჭიროა ამის შესახებ იცოდნენ სკოლაში?

საჭირო კი არა, აუცილებელიცაა. დიაბეტი ნამდვილად არ უნდა დამალოთ. აუცილებელია სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა, ამხანაგებმა იცოდნენ, რომ ბავშვს დიაბეტი აქვს, რათა ჰიპოგლიკემიის დროს შეძლონ დახმარება. ჰიპოჰლიკემიის განვითარებისგან არავინაა დაზღვეული.

გამიგია, სტრესი შაქრის მომატებას იწვევსო. ხომ არ არის საჭირო ბავშვი გავათავისუფლოთ სასკოლო გამოცდებისაგან?

დიაბეტი ნამდვილად არ არის დაავადება, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს თქვენს შვილს, მიიღოს სრულფასოვანი განათლება. მრავალ ქვეყანაში განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებულია დიაბეტიან ბავშვთა ხელშეწყობა, თუმცა ეს არ უნდა ისახებოდეს აკადემიურ შეფასებაზე. არსებობს უამრავი ცნობილი ადამიანი, რომელთაც მიუხედავად შაქრიანი დიაბეტისა, დიდ წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში. მათ შესახებ შეგიძლიათ წაიკითხო ინტერნეტში. უმჯობესია ვისწავლოთ სტრესის მართვა შაქრიანი დიაბეტის დროს და არა მისგან დამალვა.

ჩემი 12 წლის ვაჟს დაემართა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი. მყავს კიდევ 2 შვილი. არის რისკი, რომ მათაც განუვითარდეთ დიაბეტი ?

ბავშვთა პოპულაციაში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი შეადგენს მხოლოდ 0.2-0.4%. თუ ოჯახში ერთ შვილს აქვს შაქრიანი დიაბეტი და გყავთ კიდევ ორი შვილი, ამ შემთხვევაში მათი რისკი შეადგენს 4%. თუ ოჯახში დიაბეტით დაავადებული ორი ბავშვია, მესამე ბავშვის დაავადების რისკი-9,5%. იმ შემთხვევაში თუ მამას აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1- ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი-3,6-8,5%, დედის დაავადებისას -1,1-3,6%, ორივე მშობლის დაავადების შემთხვევაში კი ბავშვების დაავადების რისკი-34%-მდე იზრდება.

რამდენად ხშირია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დიაბეტი საქართველოში?

საქართველოში ამჟამად 0-დან 18-წლის ასაკის 1400-ამდე ბავშვს და მოზარდს აქვს დიაბეტი. ყოველწლიურად ვლინდება დიაბეტის დაახლოებით 200-მდე ახალი შემთხვევა. მსგავსი მაჩვენებლები აღინიშნება უნგრეთში, ისრაელში, პოლონეთში. ბავშვთა ასაკში შაქრიანი დიაბეტი უფრო ხშირია ფინეთში, იტალიაში, კერძოდ სარდინიაში.

შემდეგი თემა იქნება თვითკონტროლის შესახებ, ანუ რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა და მშობლებმა დიაბეტის მოსავლელად ბინის პირობებში.

პატივისცემით,

პროფ. მარინე გორდელაძე

R