რთული ენდოდონტიური ქეისების მართვა Zara Dent-ში
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ,როგორც ყველა დარგში ასევე სტომატოლოგიაში და კერძოდ ენდოდონტიაში (ფესვთა არხების სისტემა) დიდი როლი შეასრულა. 3D ხილვადობის რაკურსში თუ ვიზიოგრაფიული R კვლევით მტკიცდება, რომ ფესვთა არხები უფრო რთული სისტემაა და მათი სწორად მართვა ამ დარგის სპეციალისტისთვის, მხოლოდ უახლესი თანამედროვე პროტოკოლებით არის შესაძლებელი. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს უწევს განმეორებითი მკურნალობა `რეენდოდონტია~,რაც ხშირად გამოწვეულია კბილის არხების რთული ანატომიური აგებულებით.შედეგად ვიღებთ არასრულფასოვნად ნამკურნალებ კბილს, ასეთ დროს,ძირითადად, ანთებითი კერა ვითარდება (ჩირქოვანი ექსუდატი,ძვლის დაშლა ფესვის ირგვლივ ქსოვილზე). ასეთი პროცესები ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება.
დღეს, ენდოდონტია რთული და უიმედო კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რისთვისაც მნიშვნელოვანს როლს ასრულებს ექიმის კვალიფიკაცია, უნარჩვევები და რა თქმა, უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა შესაბამისი აპარატურები (მიკროსკოპი, ენდობუნიკი), საირიგაციო და საობტურაციო სისტემა.
ასევე მნიშვნელოვანია საოპერაციო ველის იზოლირება რაბერდამის სისტემთ, რაც უზრუნველყოფს სტერილურობას და უსაფრთხოებას. წარმატებული ენდოდონტია ირიგაციით (არხების ქიმიური სტერილიზაცია) და სრულფასოვანი ობტურაციით მიიღწევა.
კლინიკა Zara Dent-ში არხების ცხელი მეთოდით დაბჟენას ენიჭება უპირატესობა. ამ მეთოდით არხების მრავლობითი განშტოების ობტურაია სრულყოფილად არის შესაძლებელი და კბილის ხანგრძლივი ექსპლუატაციის შანსი იზრდება. ენდოდონტიის შემდეგ,ასევე მნიშვნელოვანია საღეჭი ზედაპირის სწორი შერჩევა: სხივგამყარებადი კომპოზიტი თუ ორთოპედიული გვირგვინი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვიღებთ ისეთ შედეგს,რომლისთვისაც მოგვმართა პაციენტმა.
ბუნებრივი კბილი ღირსია,რომ გადავარჩინოთ და მივცეთ მეორე სიცოცხლე ენდოდონტისტის დახმარებით!!!
R