ფარული საფრთხე - ზიანი, რომელიც უხარისხო სარეცხი საშუალებების ხანგრძლივ გამოყენებას მოაქვს
შედეგად, ჩვენი სახლი, სარეცხი თუ ჭურჭელი სუფთაა, მაგრამ გვავიწყდება, რომ ზოგიერთი ნივთიერების გამოყენებამ სისუფთავესთან ერთად შეიძლება ზიანიც მოგვიტანოს. ქიმიურ საშუალებები მავნეა როგორც ორგანიზმისთვის, ისე გარემოსთვის. უამრავმა ადამიანმა აღნიშნული ზიანის შესახებ არც იცის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
უფრო დეტალურად კი, თუ რა ზიანი მოაქვს უხარისხო სარეცხის საშუალებებს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია
უხარისხო სარეცხი საშუალებები ხშირად შეიცავს მავნე ქიმიკატებს და გამაღიზიანებლებს, რაც კანის პრობლემებს იწვევს. აღნიშნული ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, სიწითლე, ქავილი. მეტიც, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეიძლება ალერგიაც კი დაგეწყოთ.
სუნთქვის პრობლემები
მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებებიდან ხშირად ხდება მარტივად აქროლადი ნაერთების ჰაერში მოხვედრა. მათი შესუნთქვა კი იწვევს რესპირატორულ პრობლემებს. ის შეიძლება გამოიხატოს სპაზმური ხველით ან ჰაერის უკმარისობით, ქოშინით. ეს პრობლემა განსაკუთრებით ალერგიულ და ასთმიან ადამიანებს აწუხებთ.
მავნე გავლენა გარემოზე
არასწორად შერჩეულ სარეცხის საშუალებებს ზიანი მოაქვს არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ გარემოსთვისაც. მაგალითად, ფოსფატებიანი წყლის მოხვედრა ზღვებსა და ოკეანეებში, იქ არსებულ ეკოსისტემას მნიშვნელოვნად აზიანებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ფოსფატები ხელს უწყობენ წყალმცენარეების ზრდას, რაც წყალში ჟანგბადის დონეს აქვეითებს. შედეგად კი თევზები და წყლის სხვა ცხოველები ზიანდებიან.
გაფუჭებული ტანსაცმელი
ზოგიერთ სარეცხ საშუალებაში შემავალი ნივთიერებები იმდენად აგრესიულია, რომ ისინი აზიანებენ ქსოვილს. ხდება მისი ბოჭკოების შესუსტება და შესაბამისად, ტანსაცმელი ადვილად ცვდება და იხევა. ასევე მარტივად გასდის ფერი.
დაზიანებული ტექნიკა
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სარეცხ საშუალებებს გავლენა აქვს სარეცხის მანქანის ეფექტურობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. უხარისხო საშუალებები აზიანებს მის ნაწილებს, რაც საბოლოოდ მომხმარებლების ხარჯებზე ნეგატიურად აისახება.
თუ დასახელებული პრობლემებიდან ერთი ან რამდენიმე გაწუხებთ, იცოდეთ რომ თქვენ უხარისხო სარეცხის საშუალებებს მოიხმართ. გახსოვდეთ, მათი არჩევისას არ უნდა გაითვალისწინოთ მხოლოდ ის, თუ როგორ რეცხავს, არამედ ისიც, თუ რა გავლენა აქვს თქვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე. ამ დროს აუცილებლად უნდა გაეცნოთ პროდუქტის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია და შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა საშუალება.
ეკოლოგიურად სუფთა ნიშნავს, რომ ის არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს. მაგალითად, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ბრენდის, Grune Kraft-ის სარეცხი საშუალებები შეიცავს დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს, რომლებიც ზრუნავენ როგორც სისუფთავეზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი გერმანული კომპანია 55 წლიანი გამოცდილებით, რომლის ეკო ხაზიცაა Grune Kraft. დასახელება ითარგმნება, როგორც „მწვანე ძალა“ და აღნიშნული ხაზი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდ და სარეცხ საშუალებებს აერთიანებს. მისი არცერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა: ფოსფატები, ფორმალდეჰიდები, ბორატები და სხვა. ეკოლოგიურად სუფთა, ფოსფატისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გარეშე სარეცხი საშუალებები, იდეალურია ბავშვთა და მოზარდთა ტანსაცმლის, თეთრეულის რეცხვისთვის, არ ვნებს ალერგიის ან კანის დაავადებების მქონე ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ Grune Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს ევროკავშირის ეკო სერტიფიკატს - EU Ecolabel.
არ დაგავიწყდეთ, თქვენს ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებას, თუ რომელ სარეცხის საშუალებას შეიძენთ, შეიძლება საკმაოდ დიდ გავლენა ჰქონდეს როგორც თქვენს კეთილდღეობაზე, ისე პლანეტაზე.
R