როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი?
ერთ-ერთი პირველი, რასაც არასწორი ცხოვრების წესი და არაჯანსაღი კვების რეჟიმი იწვევს, კუჭ-ნაწლავის პრობლემებია. ეს გამოიხატება მუდმივი დისკომფორტით, შებერილობით, გაზების დაგროვებით.
კუჭ-ნაწლავის აღნიშნულ პრობლემებს იწვევს არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. სხვადასხვა კვლევით დადასტურებულია, რომ დასავლეთის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ხშირად განიცდის ნაწლავების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დასახელებულ პრობლემებს. ეს ყველაფერი საკმაოდ არასასიამოვნოა და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
პრობლემის პრევენციისა და მკურნალობის პროცესში კი მნიშვნელოვან როლს პრობიოტიკები ასრულებს. ექიმების რეკომენდაციით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პრობიოტიკებს, რათა ნაწლავების ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს.
პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის შენარჩუნებასა და აღდგენაში მონაწილეობენ. მათ „მეგობარ ბაქტერიებსაც“ უწოდებენ. ზოგიერთი ბაქტერია ხელს უწყობს საკვების მონელებას, ანადგურებს დაავადების გამომწვევ უჯრედებს და მონაწილეობს სასარგებლო ნუტრიენტების წარმოქმნაში. მრავალი პრობიოტიკური მიკროორგანიზმი მსგავსია მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ბუნებრივად ცხოვრობენ ადამიანის სხეულში.
პრობიოტიკების მიღების საუკეთესო წყაროა „აქტივიას“ იოგურტები, რომლებსაც ხშირად კომფორტის შეგრძნების გემრიელ გადაწყვეტილებას უწოდებენ. კომპანია 20 წელზე მეტია, ჩართულია ნაწლავის ჯანმრთელობის კვლევაში. 18-ზე მეტი კლინიკური გამოკვლევის მტკიცე შედეგების გათვალისწინებით, ექიმები მას ხშირად უნიშნავენ როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენციის, ისე მკურნალობისთვის. „აქტივიას“ რეგულარული მიღება ადამიანებს ეხმარება, შეიმცირონ საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი და იცხოვრონ სრულყოფილად.
„აქტივიას“ ყველა პროდუქტი შეიცავს ექსკლუზიურ პრობიოტიკულ კულტურას Bifidobacterium animalis lactis. სწორედ აღნიშნული პრობიოტიკების საშუალებით მას შეუძლია შეამციროს საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი. „აქტივია“ დამტკიცებულია მედიკოსების მიერ. სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ, ის დაბალანსებული კვების რეჟიმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილად აქციონ. როდესაც პრობლემა განსაკუთრებით გამწვავებულია, მისი მიღება რეკომენდებულია დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.
„აქტივია“ დაგეხმარებათ, სწრაფად და მარტივად მოიყვანოთ საკუთარი სხეული და ორგანიზმი მწყობრში, ხილის ნატურალური სიტკბოთი და პრობიოტიკების მუხტით. 14 დღე უწყვეტად „აქტივიას“ იოგურტის მიღება საკმარისია, რომ თქვენს კუჭ-ნაწლავში საჭირო რაოდენობის ბაქტერიები წარმოიქმნას. ეს კი ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. ნაწლავების ჯანმრთელობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იმუნიტეტის 70% ნაწლავებში წარმოიქმნება. მისი პრობიოტიკების და ნატურალური შემადგენლობის წყალობით ზრუნვა ნაწლავების და მთლიანობაში ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მარტივი და გემრიელი ხდება.
მედიკოსები ხშირად ამბობენ, ადამიანის ჯანმრთელობა ნაწლავების ჯანმრთელობით იწყება. დაიწყეთ მასზე ზრუნვა ეფექტურად და გემრიელად „აქტივიას“ დახმარებით.
R