ჯპს-ში მედიკამენტებზე ფასებმა დაიწია!
ამ ხნის განმავლობაში კომპანია მუდმივად სთავაზობდა მომხმარებლებს სხვადასხვა ხარჯთეფექტურ პროექტებს, რათა საზოგადოებაში მეტად გაზრდილიყო ქსელში არსებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ამჯერად, ჯპს-ის ქსელში
მედიკამენტებზე ფასებმა დაიწია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს აფთიაქებში წარმოდგენილ მედიკამენტებს მომხმარებლები მნიშვნელოვანი შეღავათით შეიძენენ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ: -„ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, ჯპს-ის ქსელში მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად დაიწია! დღეიდან ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო დაბალი ფასებით შეიძინონ ქრონიკულად მოხმარებადი მედიკამენტები, როგორიცაა კარდიოლოგიური, დიაბეტის სამკურნალო, ოფთალმოლოგიური, ენდოკრინული, ნევროლოგიური და სხვა დანიშნულების მედიკამენტები, რითიც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი შეღავათის გაკეთებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მომავალშიც, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.“
R