თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ოფთალმოლოგებმა ისაუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.

ღონისძიება „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, პროფესორმა ივა ბერაძემ და „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ პრეზიდენტმა, პროფესორმა ოლეგ გოლოვაჩოვმა გახსნეს. მოხსენებებით წარდგნენ „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“, „კლინიკა ოფთალმიჯის" და „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს „მორფილდის თვალის კლინიკის“ პროფესორი კით ბარტონი, „ლიუბლიანას საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროფესორი მარკო ჰაულინა, „ტეხასის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი რიჩარდ ალენი, „როჩესტერის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგი მილინდ ნაიქი და უცხოეთიდან მოწვეული სხვა სპეციალისტები.

406421601-1015677366361276-4566402719259395149-n-1701759932.jpg

მილინდ ნაიქი, ოფთალმოლოგიის ასოცირებული პროფესორი როჩესტერის უნივერსიტეტში, აშშ: „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ მოწვევით ვმონაწილეობ კონფერენციაში. მონაწილეებს ოფთალმოქირურგიის შესახებ წარვუდგენ მოხსენებას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ოფთალომოლოგიის მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მისი მონაწილე ვყოფილიყავი.“

ელისო ბრეგვაძე, „ნიუ ჰოსპიტალსისექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი: „დღეს ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა არაერთი წარმატებული ოფთალმოლოგი როგორც მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან, ისე საქართველოდან. ისინი წარდგნენ მოხსენებით თიროიდული თვალის ქირურგიული მკურნალობის, გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე გზებისა და ოკულოპლასტიკის შესახებ. ძალიან ამაყები ვართ ამ კონფერენციით. კონფერენცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ თანადგომით ჩატარდა და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდაც დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები.“

406281710-896908601998769-7638025600626379057-n-1701759999.jpg

მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მიკროქირურგიის მეთოდების ფუძემდებლის, პროფესორ ჯიმშერ ანთელავას დაბადებიდან 95 წლისთავს მიეძღვნა.

R