გარდაიცვალა ექიმი-უროლოგი გია ხარაიძე
დღეს ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და პაციენტები უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ გია ხარაიძეს.
გია ხარაიძემ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ჯარების ოლქში ლეიტენანტის წოდებით. შემდეგ მუშაობდა მე-4 მთავარი სამმართველოს (შემდგომში - სამკურნალო კომბინატის) ექიმ უროლოგად.1984 წლიდან მოყოლებული, 33 წლის განმავლობაში ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის I უროლოგიური განყოფილების გამგე გახლდათ.
ერთგული და თავდადებული მეგობარი, სამართლიანი და უღალატო კაცი, გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი, ვაჟკაცური და შეუპოვარი, კაცთმოყვარე და მოსიყვარულე, პატრიოტი და ქვეყნიერებაზე შეყვარებული - ასე აფასებენ გია ხარაიძეს.
ვუსამძიმრებთ ბატონი გიას ოჯახს, კოლეგებს, სამედიცინო საზოგადოებას.