Pharmaco • ფარმაკო - მედიკამენტების გამოწერა თურქეთიდან 20-70%მდე უფრო იაფად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Pharmaco • ფარმაკო - მედიკამენტების გამოწერა თურქეთიდან 20-70%მდე უფრო იაფად

Pharmaco • ფარმაკო - ქართული კომპანია, რომლის მიზანია მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქართულ ბაზარზე.

pharmaco.ge-ს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის წამყვანი ქარხნების წარმოებული ჯენერიულ მედიკამენტების გამოწერა 20-დან 70%-ამდე უფრო იაფად შეუძლიათ.

ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მიერ მედიკამენტებში დახარჯულ თანხებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჯანდაცვას მათთვის. მედიკამენტების შეძენის დროს მნიშვნელოვანია საუკეთესო ფასი და მაღალი ხარისხი, რასაც სრულად აკმაყოფილებენ თურქული მწარმოებლები.

თურქეთში ბევრი მწარმოებელი მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ მედიკამენტების შეძენა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, უფრო მეტიც ზოგიერთ შემთხვევაში ექსპორტზე გატანა კანონმდებლობით არის შეზღუდული. თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.

ამის მიუხედავად ფარმაკო დაუკავშირდა თურქეთის წამყან ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ ჯენერიულ მედიკამენტებს და აქ გაჩნდა ახალი შესაძლებლობა. ვებ-გვერდზე Pharmaco.ge შესაძლებელია ონლაინ იპოვოთ, თქვენთვის საჭირო მედიკამენტი, ქართულ ენაზე გაეცნოთ ინფორმაციას მის შესახებ და შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად.

დღეს თურქეთში მედიკამენტების ფასები საქართველოს სააფთიაქო ქსელების ფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ვალუტის გაცვლითი კურსი თურქეთში, ასევე ის, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი. შესაბამისად, მოთხოვნაც გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში, თუმცა გარკვეული შეზღუდვებისა თუ ბარიერების გამო ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.

ფარმაკოს მიზანია მედიკამენტები მაქსიმალურად დაბალ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ შეძლეს ის, რომ თურქული მედიკამენტები საქართველოში არსებულ ანალოგებთან შედარებით 20-70%მდე უფრო დაბალ ფასად შეიძინოს მომხმარებელმა.

Pharmaco.ge ამ ეტაპზე არის მხოლოდ ონლაინ პლათფორმა და მომხმარებელებს შეუძლიათ, ისარგებლონ მიწოდების სერვისით. Pharmaco.ge -ზე შეძენილი მედიკამენტები და თავის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც მთავარია ქართულ ქსელებთან შედარებით 20-70%მდე უფრო იაფად.

ვებ-გვერდზე რეგისტრაცია მარტივია, სულ რამდენიმე ველის შევსების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მედიკამენტების გამოწერის სერვისით, დაბალი ფასით და სასურველ მისამართზე მიწოდების სერვისით.

parmakos-meore-statia-32-1698829831.jpg

რეგისტრაციისთვის აუცილებელია, მიუთითოთ პაციენტის მონაცემები, მხოლოდ ერთხელ, ეს ინახება მომხმარებლის პირად პროფილში და ყოველი შემდეგი შეძენისას, პროცესს კიდევ უფრო მარტივს ხდის.

ასევე ონალინ რეჟიმშია შესაძლებელი სპეციალური დანიშნულების პრეპარატებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ხელმოწერაც შესაძლებელია ონლაინ, რაც საბაჟო და ჯანდაცვის რეგულაციების გამარტივებასაც ნიშნავს მომხმარებლისთვის. ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ფარმაკოს სერვისს.

R