ჭუჭყიანი ჰაერი აზიანებს ტვინს
მკვლევარებმა შეისწავლეს მეხიკოს 186 მაცხოვრებლის ტვინის ღერო, რომლებიც დაიღუპნენ 15-დან 39 წლამდ, ასევე რამდენიმე ბავშვის, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ 11 თვის იყო. ამ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა მთელი ცხოვრება იცხოვრეს ქალაქში, სადაც ჰაერის ხარისხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურების გამო.
ყველა ამ ადამიანის, მათ შორის 11 თვის ბავშვის ტვინმა აჩვენა პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც დამახასიათებელია ნეიროდეგენერაციული დაავადებებისათვის, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (მოტორული ნეირონების დაავადება).
გარდა ამისა, ტვინის ღეროში აღმოჩენილია რკინის, ალუმინის და ტიტანის ნანონაწილაკების მაღალი კონცენტრაცია. ასეთი ნაწილაკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღმოჩნდა თავის ტვინის ორ უბანში: რუხ ნივთიერებასა და ნათხემში.
ტიტანის ნანონაწილაკები, ტვინის გარდა, ნაწლავის კედლის ნერვულ უჯრედებშიც აღმოჩნდა.
ამან მეცნიერებს საშუალება მისცა დაეფიქრებინათ, რომ ტიტანის ნანონაწილაკები ტვინში მხოლოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პირველად შეღწევის შემდეგ აღწევდნენ.
მკვლევარების აზრით, ლითონის ნანონაწილაკები იწვევდნენ პათოლოგიურ ცვლილებებს ქალაქის ახალგაზრდა მაცხოვრებლების ტვინში, რადგან იწვევდნენ ანთებას და პროვოცირებდნენ თავისუფალი ჟანგბადის მოლეკულების გადაჭარბებულ ფორმირებას, რამაც გამოიწვია ოქსიდაციური სტრესი და ნეირონების სიკვდილი. იმავე სქესის და ასაკის ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობდნენ შედარებით სუფთა ჰაერის მქონე რეგიონებში, ტვინში ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, როგორც მეხიკოს ახალგაზრდებში იყო, არ იქნა ნაპოვნი.