რატომ უწოდებენ ნაწლავებს ადამიანის მეორე ტვინს და როგორია მასზე ზრუნვის მარტივი გზა
ნაწლავები უამრავი ბაქტერიის სახლს წარმოადგენს. მათი ერთობლიობა კი ცნობილია როგორც ნაწლავის ფლორა ან მიკრობიომი. არაერთი უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ მეგობარი ბაქტერიების პოზიტიური გავლენა სცილდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ის გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ნაწლავსა და ტვინის შორის არსებულმა კავშირმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე, იმაზე, თუ როგორ ფიქრობთ და აღიქვამთ გარშემო მოვლენებსა და ფაქტებს.
მიკრობიომის მდგომარეობის გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდია, თუმცა თავად ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნება რთული არ არის. არსებობს არაერთი მარტივი და გემრიელი გზა, რომ თქვენი კუჭ-ნაწლავი გამართულად ფუნქციონირებდეს.
მოუსმინეთ თქვენს მეორე ტვინს
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შედგება 100 მილიონზე მეტი ნეირონისგან, რაც ქმნის საკუთარ ნერვულ სისტემას. ოდესმე გიგრძნიათ „პეპლები“ მუცელში? ეს თქვენი მეორე ტვინი საუბრობს. ნაწლავ-ტვინის კავშირი ცხადყოფს, თუ რატომ შეიძლება იგრძნოთ თავი ცუდად ან დათრგუნულად, როდესაც კუჭ-ნაწლავის სისტემა გაწუხებთ. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც თქვენი ნაწლავები კარგად გრძნობს თავს, თქვენც კარგად ხართ.
როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი მიკრობიომი
ნაწლავის ბაქტერიების რაოდენობა ნაწლავურ ტრაქტში აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას მთელ სხეულში. აღნიშნული ბაქტერიების უმეტესობა არის „კარგი“ ბაქტერია, რომელიც სასარგებლოა და მიღებული საკვების მონელების ანუ ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებად ქცევის პროცესში მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ სტრესმა, ანტიბიოტიკებმა, ავადმყოფობამ, და დიეტამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მიკრობიომის ჯანმრთელობასა და „ბედნიერებაზე“.
ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნება მრავალფეროვანი, დაბალანსებული, ჯანსაღი კვებითაა შესაძლებელი. საკვები რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულსა და პრობიოტიკების შემცველ საკვებს. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება პრობიოტიკებს. მათ გარეშე ჯანმრთელი მიკრობიომის შენარეჩუნება შეუძლებელია. დადასტურებულია, რომ პრობიოტიკების რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას. პოტენციური სარგებელი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ და რამდენ პრობიოტიკურ ბაქტერიას იღებთ ყოველდღიურად. მაგალითად, რამდენიმე განსხვავებული და ძალიან აუცილებელი ჯგუფის პრობიოტიკები შედის რძის პროდუქტების შემადგენლობაში.
ფრანგული ბრენდის „აქტივიას“ იოგურტი ყველა საჭირო პრობიოტიკის მიღების საუკეთესო გზაა. ის დაგეხმარებათ, სწრაფად და მარტივად მოიყვანოთ საკუთარი სხეული და ორგანიზმი მწყობრში, ხილის ნატურალური სიტკბოთი და პრობიოტიკების მუხტით. 14 დღე უწყვეტად „აქტივიას“ იოგურტის მიღება საკმარისია, რომ თქვენს კუჭ-ნაწლავში საჭირო რაოდენობის ბაქტერიები წარმოიქმნას.
„აქტივიას“ ყოველდღიურ რაციონში ჩამატებით თქვენი ორგანიზმი დაიმუხტება მილიარდობით პრობიოტიკების Bifidus ActiRegularis-ის ძალით. Bifidus ActiRegularis პრობიოტიკებია, რომლებიც „აქტივიას“ ექსკლუზივია და მხოლოდ ამ პროდუქტში შეხვდებით. ამ გზით ზრუნვა ნაწლავების და მთლიანობაში ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მარტივი და გემრიელი ხდება.