დაიცავით თავი მოტეხილობისგან - ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაიცავით თავი მოტეხილობისგან - ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია

ოსტეოპოროზი ძვლოვანი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ძვლის მასის შემცირება და სიმყიფის გაზრდა. სწორედ ამიტომ მოტეხილობის რისკი საკმაოდ მაღალია.

სამწუხაროდ, ოსტეოპოროზის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და გართულებული შედეგის შემთხვევები ძალიან ხშირია. რეალურად კი საქართველოში შესაძლებელია ჩატარდეს კვლევა - დენსიტომეტრია, რომელიც დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენისა და გართულებებისგან თავის დაცვის შესაძლებლობას იძლევა.

ოსტეოპოროზის რისკების და მისი ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ნინო ღამბაშიძე გვესაუბრება.

384221008-630895875578020-2852112395279434436-n-1695889726.jpg

რა ტიპის დაავადებაა ოსტეოპოროზი და როგორია მისი სიმპტომები?

ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული კლინიკური ნიშანი. სწორედ ამით არის განპირობებული მისი დაგვიანებული დიაგნოსტიკის ხშირი შემთხვევები. დაავადება შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს და მოტეხილობის განვითარების შემდეგ გამოვლინდეს. თუმცა მაინც შეგვიძლია გამოვყოთ მისი ყველაზე ხშირი სიმპტომები. ესენია: წელის და ზურგის ტკივილი, სიმაღლეში კლება 2 ან მეტი სანტიმეტრით, სხეულის დეფორმაციები და ტანდეგობის დარღვევა (გულმკერედის კიფოზი, კუზი), სახსრების ტკივილი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნისას ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.

ოსტეოპოროზის დროს ყველაზე ხშირად შემდეგი ტიპის მოტეხილობები გვხვდება: ხერხემლის კომპრესიული, წინამხრის დისტალური ნაწილი, მხრის პროქსიმალური ნაწილი და ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილი.

როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა?

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებულია DXA დენსიტომეტრი, რომელიც იძლევა ზუსტ დასკვნას ძვლის მინერალის სიმკვრივისა შესახებ. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრით, რომლის საშუალებითაც ხდება ძვლის სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პოზიციაში, მენჯ-ბარძაყის და წინამხრის არეში.

მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური, Frax კალკულატორის საშუალებით ხდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10 წლიანი რისკის დადგენა.

როგორ ტარდება აღნიშნული კვლევა?

კვლევა ეფუძნება რენტგენის სხივების გამოყენებას, თუმცა გამოსხივების ხარისხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სტანდარტული რენტგენული კვლევის დროს. ამიტომ ეს მეთოდი პრაქტიკულად უსაფრთხოდ, მცირე ინვაზიურად მიიჩნევა. კვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას და კვლევის ჩატარების უკუჩვენება მხოლოდ ორსულობაა.

კვლევის ჩატარებამდე პროგრამაში შეგვაქვს პაციენტის მონაცემები: სქესი, ასაკი, რასა, მენოპაუზის დაწყების ასაკი, წონა და სიმაღლე. სწორედ ამ მონაცემთა გათვალისწინებით ადგენს აპარატი ძვლის სიმკვრივის დაქვეითების ხარისხს. შესაბამისად, არსებული რისკის შესახებ პაციენტს ინფორმაციას ვაძლევთ.

ვისთვის არის რეკომენდებული დენსიტომეტრიის ჩატარება?

არსებობს რამდენიმე ტიპის რისკჯგუფი, რომელთათვისაც დენსიტომეტრიის ჩატარებაა რეკომენდებული. ესენია:

  • პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონები;
  • მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალი დონე;
  • მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები;
  • ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
  • მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი), ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი), თირეოიდული ჰორმონები, ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
  • ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
  • კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა?

დიახ, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000მგ. კალციუმის მიღება. ეს უნდა ხდებოდეს ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე. ასევე, მნიშვნელოვანია მწეველობის მავნე ჩვევაზე უარის თქმა და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვნელოვნად შეზღუდვა. საჭიროა ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.

დაავადების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება ჰორმონით მკურნალობის შემთხვევაში, ასევე კალციუმისა და D ვიტამინის ადეკვატური დოზებით მიღება.

R