102 წლის ცურვის ინსტრუქტორმა ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზი დაასახელა
პეგი კონზაკი ნახევარ საუკუნეზე მეტია ასწავლის ბავშვებს ცურვას. ის 46 წლის ასაკიდან არის YMCA ახალგაზრდული მოხალისეების ორგანიზაციის ცურვის ინსტრუქტორი.
ქალბატონი პენსიაზე გასვლას არ აპირებს და მისივე თქმით, სადამდეც შეძლებს, მანამდე აპირებს მუშაობას. კონზაკი აღნიშნავს, რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს მშობლებთან და მათ შვილებთან ურთიერთობისას.
„ხშირად ვამბობ, რომ გავაგრძელებ სწავლებას და ცურვას მანამ, სანამ ეტლში არ ჩამსვამენ და წყალში არ ჩამაგდებენ“, - ხუმრობს ის.
102 წლის პეგი კონზაკი კვირაში ორჯერ მუშაობს, სხვა დღეებში კი უყვარს YMCA-ში ცურვა. კონზაკი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია სახლში ჯდომა და უსაქმურობა.
მას მიაჩნია, რომ მისი დღეგრძელობის, კარგი ფიზიკური ფორმისა და ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლო აქტიურ ცხოვრების წესშია.
„ამ ასაკში შეიძლება ძალიან ზარმაცი იყო. მე კი მოვდივარ, ვცურავ ან ვასწავლი, ვბრუნდები სახლში, თავს კარგად ვგრძნობ. ეს მეხმარება ვიყო სულ მოძრაობაში ”- ამბობს ის.