პენსიაზე გასვლაზე უარს 99 წლის ქალმა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო უწოდა
ამის შესახებ BBC News იტყობინება.
პოლინა მარტინი, პატარა ასაკიდან ოჯახთან ერთად თესლით ვაჭრობდა. ქალი უარს ამბობს პენსიაზე გასვლაზე და სიბერის მიუხედავად აგრძელებს მუშაობას.
ის რეგულარულად აწვდის თესლს კლიენტებს და დღეში დაახლოებით ორ კილომეტრს გადის.
„როგორც ჩანს, ახსოვს, სად ცხოვრობს მომხმარებლების უმეტესობა და ამიტომაც აწვდის. ჩვენ მას უფროსს ვეძახით“, - ამბობს ქალიშვილი მარტინი.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მთავარ საიდუმლოს ბრიტანელი უწოდებდა ინტერესს ცხოვრებისადმი.
„განაგრძეთ რაიმეს კეთება რაც შეიძლება დიდხანს და გამოიჩინეთ ინტერესი ცხოვრების მიმართ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ”- გვირჩევს დღეგრძელი ქალბატონი