ვეგეტარიანული დიეტა ეფექტური აღმოჩნდა გულის დაავადებების პროფილაქტიკისათვის

სამუშაოს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Network Open.
ავტორებმა ჩაატარეს 20 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზი, რომლებიც ჩატარდა 22 წლის განმავლობაში. მასში მონაწილეობა მიიღო თითქმის 2000-მა ადამიანმა აშშ-დან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, კორეიდან, ახალი ზელანდიიდან და ჩინეთიდან.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ტრადიციულ დიეტებთან შედარებით, ვეგეტარიანული დიეტა მნიშვნელოვნად ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) დონეს, რომელსაც ასევე უწოდებენ "ცუდ" ქოლესტერინს. გარდა ამისა, რაციონიდან ხორცის ამოღების შემდეგ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე მონაწილეები მუდმივად იკლებდნენ წონაში (-3,6 კილოგრამი), წონის კლება აღინიშნა ასევე ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში (-2,8 კილოგრამი). ამასთან ვეგეტარიანელებს, საშუალოდ, სისხლში გლუკოზის უფრო ჯანსაღი დონე ჰქონდათ.
აღმოჩენა აჩვენებს, რომ ვეგეტარიანული დიეტის გამოყენება შესაძლებელია მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტის გასაძლიერებლად კარდიომეტაბოლური დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.