ჯანმრთელობის მარტივი ფორმულა - ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
როგორც კვლევები აჩვენებს, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება წელის არეში ასოცირდება ქრონიკული დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან - ტიპი 2 დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, წელის გარშემოწერილობისა და სიმაღლის თანაფარდობის ინდიკატორები 0.4-დან 0.49-მდე დიაპაზონში მიუთითებს დაავადების დაბალ რისკზე, შედეგებით 0.5-დან 0.59-მდე ეს რისკი იზრდება, ხოლო თუ შედეგები აღემატება 0.6-ს, მაშინ რისკის მაქსიმუმია.
ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, 162 სანტიმეტრი სიმაღლის ქალისთვის, წელის გარშემოწერილობა უნდა იყოს დაახლოებით 73 სანტიმეტრი (73 გაყოფილი 162-ზე არის 0,4). ხოლო თუ წელის გარშემოწერილობა 81 სანტიმეტრს მიაღწევს (81 გაყოფილი 162-ზე არის 0,5), მან უნდა იზრუნოს ჯანმრთელობაზე. 177 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცს ჯანმრთელობისთვის საფრთხეა, თუ მისი წელის გარშემოწერილობა 91 სანტიმეტრია.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი ფორმულა არის ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტური გზა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ჩვეულებრივი კალკულატორის გამოყენებით.