რომელი ხილი ამცირებს გულის დაავადების რისკს
ეს იყო იაპონური გარგარი, რომელსაც ასევე უწოდებენ ქლიავს (Prunus mume), რომელიც ფართოდ არის გავრცელებული აზიის ქვეყნებში.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Hypertension Research.
იაპონური ქლიავის ნაყოფი შეიცავს ტოქსინებს, ამიტომ მათ ხშირად გადაამუშავებენ წვენებად ან ღვინოდ, რომლებიც უსაფრთხოა მოსახმარად. წვენის კონცენტრატი გამოიყენება იაპონიაში უძველესი დროიდან, როგორც დიეტური დანამატი.
ითვლება, რომ ამ კონცენტრატს შეუძლია თავიდან აგვაცილოს გულის დაავადება, მაგრამ სრული მტკიცებულება ჯერ არ არის მოპოვებული.
ავტორებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია სისხლძარღვების უჯრედებსა და თაგვებზე. უჯრედებზე ჩატარებულ პირველ ექსპერიმენტში ჯგუფმა შენიშნა, რომ წვენის კონცენტრატი ასუსტებს ჰორმონ ანგიოტენზინ II-ით პროვოცირებულ სიგნალებს, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ჰიპერტენზიის განვითარებაში.
თაგვებზე ჩატარებულ მეორე ცდაში მკვლევარებმა სუბიექტების ორ ჯგუფს მისცეს ან ჩვეულებრივი წყალი ან წვენის კონცენტრატის შემცველი წყალი. შედეგებმა აჩვენა, რომ ქლიავის წვენით ნამკურნალებ თაგვებს არ განუვითარდათ ჰიპერტენზია და სისხლძარღვები დაცული იყო ანგიოტენზინ II-ის ზემოქმედებისგან.
კერძოდ, ამ თაგვებში აორტის ზრდა და გაფართოება მინიმალური იყო, ხოლო საკონტროლო ჯგუფის ცხოველებში აღინიშნა აორტის გამოხატული ჰიპერტროფია. გარდა ამისა, წვენის კონცენტრატი ასუსტებს იმუნური უჯრედების მოქმედებას, რაც იწვევს ჰიპერტენზიასთან დაკავშირებულ ანთებით პროცესებს.