როგორ ამოვიცნოთ გულის პათოლოგიები ბავშვებში - 7 წლის ანდრიას ისტორია, რომელმაც დაავადება ენდოვასკულური გზით დაამარცხა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ გულის პათოლოგიები ბავშვებში - 7 წლის ანდრიას ისტორია, რომელმაც დაავადება ენდოვასკულური გზით დაამარცხა

კარდიოლოგები მშობლებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ისეთ ჩივილებს, როგორიცაა: ადვილად დაღლა, ხშირად ავადობა, გულისფრიალის შეგრძნება, წონის ნამატის შეფერხება. ეს სიმპტომები შეიძლება გულის დაავადებაზე მიგვითითებდეს. ზოგჯერ ისეთი სიმპტომიც კი როგორიც არის ყლაპვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა გულის პათოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული.

7 წლის ანდრია გულის არეში მოსმენილი შუილის გამო პედიატრის რეკომენდაციით „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიიყვანეს. კარდიოლოგიურ განყოფილებაში ექოკარდიოსკოპიული კვლევის მეშვეობით დაისვა დიაგნოზი - წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. ანდრიას შემთხვევაში წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის გამო გულის გარკვეული ნაწილებიც გადიდებული იყო, რაც წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობის ჩვენებაა.

362376354-6546063395484132-5180488996158524031-n-1690203556.png

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი ეკატერინე კაპანაძე განმარტავს, ამ დიაგნოზს ასევე ახასიათებს ხშირი ავადობა რესპირატორული სისტემის ინფექციებით, ადვილად დაღლა, ზოგჯერ ფიზიკური განვითარების შეფერხებაც.

„ანდრიას შემთხვევაში დიაგნოზი დროულად დაისვა და პაციენტის მომართვა დროული იყო. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მის არსებობას პაციენტი ხშირად მოზრდილ ასაკში იგებს, როდესაც უკვე მნიშვნელოვანი გართულებები აქვს. აღნიშნული გართულებებია გულის უკმარისობა ან მოციმციმე არითმია. არსებობს გულის თანდაყოლილი პათოლოგიებიც, რომლის დროსაც გულის არეში შუილიც კი არ ისმინება და პაციენტი ჯანმრთელად ითვლება მანამ, სანამ ფიზიკური დატვირთვის დროს რაიმე ჩივილებით არ გამოვლინდება ან შემთხვევით დაისმება დიაგნოზი პროფილაქტიკური კვლევის დროს“, -აღნიშნავს ეკატერინე კაპანაძე.

ანდრიას დიაგნოზი, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, ექოკარდიოსკოპიული კვლევის მეშვეობით დაისვა. ამ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით არაქირურგიული, ე.წ. ენდოვასკულური გზით მკურნალობა გადაწყდა.

362457475-304420632104557-3043730859113192685-n-1690203605.png

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა კაპანაძე განმარტავს, რომ არაქირურგიული გზით დეფექტის დახურვა ხდება ბარძაყის ვენიდან ერთი ნაჩხვლეტის მეშვეობით. სპეციალური იმპლანტი - ოკლუდერი შედის დეფექტში. ეს ხდება მომუშავე გულზე და არ საჭიროებს სისხლის ხელოვნურ მიმოქცევას. ანესთეზია ბევრად უფრო ხანმოკლეა და ქირურგიული მკურნალობისგან განსხვავებით არ საჭიროებს გულმკერდის დრენაჟებს, ჭრილობის დამუშავებას, რაც თავისთავად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს.

ზოგადად, არსებობს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ქირურგიული და არაქირურგიული დახურვის მეთოდი. ქირურგიული მეთოდის დროს, როდესაც ქირურგი აღადგენს ძგიდის მთლიანობას, ხდება პაციენტის გადაყვანა სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე. ეს ნიშნავს, რომ სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს სპეციალური აპარატი, რასაც გარკვეული შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს.არაქირურგიული გზით დეფექტის დახურვა კი ხდება ბარძაყის ვენიდან ერთი ნაჩხვლეტის მეშვეობით სპეციალური იმპლანტის - ოკლუდერის შეყვანით დეფექტში. პაციენტი არაქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პროცედურის მეორე დღეს ეწერება სახლში და აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

„ამ მეთოდით დახურვისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დეფექტის ზომას მილიმეტრებში, არამედ პაციენტის წონას, სიმაღლეს, ასაკს, დეფექტის მდებარეობას (გულის რომელ სარქველთან ან სტრუქტურასთან არის სიახლოვეში), თვითონ ამ დეფექტის კიდეებს, რასაც უნდა მოეჭიდოს იმპლანტი. პაციენტს ჩაუტარდა სპეციალური საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიული კვლევა, სადაც დადგინდა რომ, ამ დეფექტის დახურვა წარმატებით შესაძლებელი იქნებოდა არაქირურგიული გზით“, - განმარტავს ლიკა კაპანაძე.

მიღებული გადაწყვეტილება გამართლებული აღმოჩნდა ანდრიას შემთხვევაში. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვა წარმატებით ჩატარდა, დეფექტი სრულად დაიხურა ე.წ. ოკლუდერით.

„წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვით მიღებული შედეგი ფასდება უშუალოდ პროცედურის მსვლელობისას საყლაპავშიდა ექოკარდიოსკოპიის მეშვეობით. ამ კვლევის დახმარებით ვრწმუნდებით პროცედურის ეფექტურობაში. რა თქმა უნდა, გაწერამდე პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, მათ შორის არის ექოკარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და შემდგომ პაციენტი რჩევა-დარიგებებით ეწერება ბინაზე“, - აღნიშნავს ეკა კაპანაძე.

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ არ საჭიროებს გულმკერდის ღრუს გახსნას ქირურგიული გზით და ასევე, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გამოყენებას, რაც თავისთავად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს.

პაციენტი არაქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პროცედურის დღეს ყოვნდება კლინიკაში შემდგომი დაკვირვების მიზნით, პროცედურის მეორე დღეს დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ პაციენტი ეწერება ბინაზე და აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ბავშვს შეუძლია პროცედურის მეორე დღეს სკოლაშიც კი მივიდეს. აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას კი 3-6 თვეში უბრუნდება.

ანდრია კლინიკაში გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმური კვლევებისთვის დაბრუნდება. მანამდე კი ის ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

R