/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ველნეს მოგზაურობების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის და საქართველოს უნიკალური საკურორტო პოტენციალი

საქართველო ისტორიულ-გეოგრაფიულად მსოფლიოს რუკის მნიშვნელოვანი საკურორტო ქვეყანაა,

რომლის ერთ-ერთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორსაც ქვეყნის კლიმატურ-ბალნეოლოგიური მახასიათებლები წარმოადგენს.

შავი ზღვის მოსაზღვრეობითა და გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით, საქართველო იმ მოწინავე ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც მრავალი ტიპის პათოლოგიის სამკურნალოდ სტუმრობენ. ქვეყანაში კლიმატური მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია ზღვისპირა, დაბალი და საშუალო მთის ქვედა სარტყლის პირობებში.

საქართველო მდიდარია როგორც ჰიდრომინერალური, ისე პელოიდური რესურსებითაც. ქვეყანაში 2000-ზე მეტი მინერალური წყალი მოიპოვება, რომელთაგან 1700-ზე მეტს ბუნებრივი გამოსავალი აქვს. სწორედ, ამ მინერალური წყლების ქიმიურ-ფიზიკური თავისებურებები მიგვანიშნებს მათი უმრავლესობის სამკურნალო თვისებებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოფიციალური რიცხვის გარდა, საქართველოში ათასობით საკურორტო ზონაა, რომელიც უნიკალურ გამაჯანსაღებელი თვისებებით ხასიათდება, რაც ქვეყანას აძლევს ველნეს, ე.წ გამაჯანსაღებელი ტურიზმის უპრეცედენტო პოტენციალს.

ველნესის ჰოლისტური განმარტებისა და დატვირთვიდან გამომდინარე, ამ მიმართულების უგულებელყოფა თითოეული ადამიანისთვის ახდენს უარყოფით გავლენას მის ჯანმრთელობასა და ზოგად, სოციალურ კეთილდღეობასა, თუ სტაბილურობაზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

საქართველოს საკურორტო ზონების ტიპები და ბენეფიტები

გამაჯანსაღებელი მიზნით მოგზაურობის სარგებლიანობა დამოკიდებულია იმ ლოკაციაზე, სადაც გადაწყვეტთ დასვენებას. Ზღვის, მთისა და ბარის ჰავას სხვადასხვა ტიპის უნიკალური კლიმატური მახასიათებლები აქვს, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ზღვისპირა კურორტების სამკურნალო-პროფილაქტიკური მახასიათებლები, დამოკიდებულია საზღვაო კლიმატზე, რომელიც საქართველოში რბილი და ზღვის იდეალური ტემპერატურით (+21-29 გრადუსით) ისევე, როგორც ველნეს ფუნქციების ფართო სპექტრით გამოირჩევა.

ურეკი-გრიგოლეთის ქვიშიანი სანაპიროები ტიტანომაგნეტიტური და ფერომაგნიტური ფრაქციებით შექმნილი ველით ხასიათდება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავთ.

ამგვარი ზღვის კლიმატის მქონე ლოკაცია იდეალურია: გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, ძვალ-სახსროვანი და სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. სისხლის მიმოქცევის, თირკმლის ფუნქციისა და ორგანიზმის ჰემოდინამიკის გაუმჯობესებისთვის.

აჭარის ზღვისპირა, კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, იგი საქართველოს შავი ზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ–ის სიმაღლეზეა გაშენებული.

ქალაქის საკურორტო მნიშვნელობას ზრდის მისი ჰავა, ქლორიან-ნატრიუმიანი, მინერალური, გოგირდოვანი წყლები, სამკურნალო ტალახები და წვრილ-ქვიშიანი სანაპირო, რომელიც კურორტს სრულყოფილ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო რეზორტად აქცევს.

Სწორედ ამ გამორჩეული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ქობულეთი იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე: ძვალ–სახსრების, ლიმფური ჯირკვლების, ტუბერკულოზის, ნერვული, რესპირატორული, თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვისა და წყლის, მზის, თუ სხვადასხვა სახის თერაპიული აბაზანებისთვის.

mkurnali3-1687635504.png

საქართველოს სამთო საკურორტო ზონები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ბაკურიანი, შოვი, ბახმარო, წყალტუბო, საირმე - თერმული წყლებითა და უნიკალური კლიმატური პირობებით, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ქრონიკული და ჰიპოაციდური გასტრიტისა და სხვა მრავალი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებები აქვს კურორტ წაღვერს,რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი ხეებით, სავსეა მინერალური წყლებითა და სუფთა ჰაერით.

mkurnali4-1687635640.png

პელოიდური კურორტი - სადაც ერთ-ერთ ძირითად ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად, კლიმატთან და ბუნებრივ მინერალურ წყალთან ერთად, სამკურნალო ტალახი გამოიყენება.

დაბალი მთის პირობებში მდებარე კურორტები ახტალა სოპკის ტალახით ხასიათდება, რაც იდეალურია: ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებებისთვის, ბავშვთა ცერებრალური დამბლებისა და პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენებისთვის.

Ხოლო კუმისი, სულფიდური ტალახი სილიციუმის, ალუმინის, რკინის ჟანგეულებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით ხასიათდება, რაც ხელს უწყობს: გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებების, ქრონიკული პიელონეფრიტის და ნეფრიტის ცისტიტის, ქრონიკული გასტრიტების, ქრონიკულიჰეპატიტის და ასევე, ნერვული სისტემის დაავადებების: ედიკულიტის, იშიასისა და ენცეფალიტის მკურნალობას.

mkurnali-1687635660.png

რა ბენეფიტები აქვს ველნეს ტურიზმს ჯანმრთელობისთვის?

საქართველოს ბუნებრივი საკურორტო და ლანდშაფტური მახასიათებლიდან გამომდინარე, ქვეყანა მდიდარია კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსებით, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, იქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გამაჯანსაღებელ მდებარეობად.

ახალი გამოცდილებების შექმნით, სამკურნალო-პროფილაქტიკური დატვირთვით - ველნეს ტურიზმი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს, გამორჩეულ დასასვენებელ, კურორტულ გამოცდილებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიქმნას.

ველნეს ტურიზმის მოიცავს ისეთ თერაპიულ, თუ გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს, რომლებიც სასიამოვნო დასასვენებელ გამოცდილებასთან ერთად, მსგავსი ტიპის მოგზაურობის დაგეგმვის აუცილებლობას მკაფიოდ გვანახებენ.

იმუნიტეტის აღდგენა/გაძლიერება, ანტი-სტრესი, აქტიური/პასიური დასვენებისა და მკურნალობა - ეს არის იმ შესაძლებლობების ჩამონათვალი, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ველნეს მოგზაურობებს საქართველოში და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის ფორმირებასა, თუ მის გაუმჯობესებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ველნეს მოგზაურობების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის და საქართველოს უნიკალური საკურორტო პოტენციალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები