ბენზინის სუნი მოგწონთ? რაზე მიგვანიშნებს ორგანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბენზინის სუნი მოგწონთ? რაზე მიგვანიშნებს ორგანიზმი

ის მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში, განაპირობებს იმუნოლოგიურ რეზისტენტობას.

რკინადეფიციტური ანემია (რდა) განსაკუთრებით ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ორსულებში, ლაქტაციისას, ხანდაზმულებსა და აქტიური ზრდის პერიოდში, ქრონიკული სისხლდენების შემთხვევაში.

რდა-ს ფონზე მკვეთრად ქვეითდება სიცოცხლის ხარისხი: ადამიანი ადვილად იღლება, უჩივის ენერგიის ნაკლებობას, უჩნდება მეხსიერების პრობლემები, ეცვლება ხასიათი - მარტივად ღიზიანდება, შეიძლება აღენიშნოს გულისცემის გახშირება, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში, ხშირი თავის ტკივილი, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა.

რდა-ს აქვსკიდევ ერთი დამახასიათებელი სიმპტომი- გემოვნების და ყნოსვის გაუკუღმართება.

ადამიანს უჩნდება უჩვეულო მიდრეკილება უცნაური სუნების და გემოების მიმართ, როგორიცაა ბენზინი, აცეტონი, დამწვარი საგნები. აქვს დაუძლეველი სურვილი, მიირთვას გაჯი, ცარცი, ქაღალდი, მიწა, უმი ფარში, უმი მაკარონი, ცომი ან რომელიმე ჩვეულებრივი საკვები, მაგალითად, მზესუმზირა, ოღონდ უზომო რაოდენობით - მისთვის შეუძლებელი ხდება შეჩერება და თავის კონტროლი.

ეს სიმპტომი დამახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიისთვის. არცერთი სხვა მიკროელემენტისა და ვიტამინის ნაკლებობაარ იწვევს ამ გამოვლინებას, მათ შორის, არც კალციუმის, როგორც ხშირად არასწორად არის მიჩნეული.

დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ რკინადეფიციტური ანემია სრულად იკურნება. მთავარია, დროულად აღმოვაჩინოთ ის და ადეკვატური მკურნალობის კურსი ჩავიტაროთ რკინის პრეპარატით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სწორი კვებით უკვე განვითარებულ ანემიას ვერ აღმოვფხვრით.

მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 1-3 თვე, სისხლის შრატში რკინის მაჩვენებლის ნორმალიზაციამდე.

იმ შემთხვევაში, თუ რდა-ს მიზეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება (მაგ, ჭარბი მენსტრუაცია), Hb-ის მაჩვენებლის ნორმალიზაციის შემდეგ, რეკომენდებულია რკინის პრეპარატის მიღება ყოველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა უნგრული მედიკამენტი სორბიფერ დურულესი.

სორბიფერ დურულესს გამოარჩევს მისი განსაკუთრებული მახასიათებლები:

• სორბიფერ დურულესით მკურნალობის ფონზე შედეგს ვიღებთ ძალიან სწრაფად, რადგან მისი თითოეული ტაბლეტი შეიცავს რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ აუცილებელი რაოდენობით რკინას და უკეთესი შეწოვისათვის დამატებული აქვს ასკორბინის მჟავა. სორბიფერ დურულესის თითო ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ უზრუნველყოფს რკინის დეფიციტისაგან სწრაფ გამოჯანმრთელებას.

• სორბიფერ დურულესი დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით - რკინა ტაბლეტიდან გამოთავისუფლდება თანდათანობით, 6 საათის მანძილზე. ეს კი თავიდან გვაცილებს რკინის ერთბაშად და დიდი რაოდენობით მოხვედრას კუჭის ლორწოვან გარსზე, ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას და განაპირობებს პრეპარატის კარგ ამტანობას.

355989523-1482376872535437-2125791741014276328-n-1687434051.jpg

შესაბამისად, სორბიფერით მკურნალობა არის მაღალეფექტური და უსაფრთხო. სორბიფერ დურულესი სწრაფად აღადგენს და ინარჩუნებს რკინის ბალანსს ორგანიზმში, თავიდან გვაცილებს რკინის დეფიციტის სიმპტომებს მაშინაც კი, როცა მოთხოვნილება რკინაზე გაზრდილია.

R