პოპულარული "გასახდომი ინექციების" შემქმნელი გვაფრთხილებს მათი სერიოზული ნაკლის შესახებ
როგორც Ozempic და Wegovy, სერიოზული ნაკლი აქვთ. ამის შესახებ Wired-თან ინტერვიუში გვაფრთხილებს იენს ჯულ ჰოლსტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, რომელიც ითვლება გასახდომი ინექციების ერთ-ერთ შემქმნელად.
გლუკაგონისმსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) თერაპიის დროს ადამიანები კარგავენ მადას და ასევე კარგავენ საკვების მიღებიდან სიამოვნების უნარს, ამბობს ჰოლსტი. „საბოლოოდ, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. თუ წამალს ერთი-ორი წელი იღებთ, ზოგისთვის ცხოვრება აუტანლად მოსაწყენი ხდება,“ - თქვა პროფესორმა.
მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა გრძელვადიანი თერაპია, რაც, მისი თქმით, იძლევა საოცარ შედეგს – საწყისი წონის 15-20 პროცენტის დაკარგვას წელიწადში. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ წამალი მხოლოდ რეცეპტით უნდა იქნას გამოყენებული. სპეციალისტებმა გულდასმით უნდა აკონტროლონ პაციენტის მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალონ დოზა, ვინაიდან წამლების მიღება ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.