როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, სჭირდება თუ არა ბავშვს ორთოპედის კონსულტაცია - ინტერვიუ ამირან შარაბიძესთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, სჭირდება თუ არა ბავშვს ორთოპედის კონსულტაცია - ინტერვიუ ამირან შარაბიძესთან

როგორებიცაა: დისპლაზიები, ხერხემლის სვეტის დაავადებები, ზედა და ქვედა კიდურების მალფორმაციები. მეორე მხრივ, განვითარდა დიაგნოსტიკის საშუალებები და მოიმატა ექიმთან მიმართვიანობამ, შედეგად, გაიზარდა გამოვლენის ხარისხიც.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა ორთოპედიული დაავადებები მშობლებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. პრობლემის გამწვავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე ცხოვრების სტილი და ბავშვების ეკრანებზე მიჯაჭვულობა. ამ თემის გარეშემო ბევრი კითხვა არსებობს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მშობლებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ამირან შარაბიძეს მივმართეთ.

რა იწვევს ბავშვთა ასაკის ორთოპედიულ პრობლემებს?

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარება დინამიკური პროცესია. ის ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ზრდასრულობამდე გრძელდება. ორთოპედიული თვალსაზრისით პედიატრიული ასაკი რამდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეულს საკუთარი სპეციფიკა გააჩნია.

არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ორთოპედიული დაავადებები. მათი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორისაა: გენეტიკური წინასწარგანწყობა, ნაყოფის არასწორი მდებარეობა ორსულობის დროს, მალფორმაციები, ზრდა-განვითარების შეფერხება, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების ადინამიური წესი, ჭარბწონიანობა და ა. შ.

354031459-569468895360081-4782174109299243190-n-1686641193.jpg

როდის არის საჭირო ორთოპედის პირველადი კონსულტაცია?

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების პირველი წელიწადი, სიარულის დაწყებამდე და შემდგომი პერიოდი. ბავშვთა ორთოპედიაში დიდი როლს თამაშობს ნაადრევი დიაგნოსტიკა. ხშირად დროულად დაწყებული სათანადო მკურნალობა ცვლის მკურნალობის მეთოდსაც და მკვეთრად აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი თანდაყოლილი ორთოპედიული დაავადების გამოვლენა ვერ ხდება დაბადებისთანავე კლინიკური სურათის არარსებობის გამო. ამიტომ ერთი წლის ასაკამდე სასურველია ბავშვის რამდენჯერმე შეფასება. პირველად ეს უნდა მოხდეს სამშობიაროშივე, შემდეგ 2-3 თვის ასაკში, შემდეგ 6-9 თვის ასაკში და სიარულის დაწყებისას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორთოპედიული პრობლემის არსებობის შემთხვევაში ეს სქემა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

როგორ უნდა შეამოწმოს ბავშვი მშობელმა, რომ მიხვდეს სჭირდება თუ არა ორთოპედის დამატებითი ჩართულობა?

მშობელს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს შვილთან, ამიტომ მისი როლი დიდია. მან ყურადღება უნდა მიაქციოს სახსრების მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვას, სხეულის ნებისმიერ ასიმეტრიას, იქნება ეს კიდურების არათანაბარი ზომა, ქვედა კიდურების ნაოჭების თუ კისრის ასიმეტრია ჩვილ ბავშვებთან, სიარულის მანერას და ტერფის თაღების მდგომარეობას შედარებით მოზრდილებთან, ხერხემლის სვეტის დეფორმაციას, მხრების და ბეჭის ფრთების არათანაბარ დგომას მოზარდებთან.

აღნიშნულ ნიშნებთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ბავშვის ადვილად დაღლას, ტკივილს ქვედა კიდურების ან ზურგის არეში დატვირთვების ფონზე. თუმცა წლამდე ასაკში და სწრაფი ზრდის პერიოდების დაწყებისას ბავშვი უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ, რადგან ამ დროს ორთოპედიული პრობლემები სწრაფად ღრმავდება და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ორთოპედიული დაავადებისთვის არსებობს თუ არა სპეციალური რისკჯგუფები?

არსებობს რისკჯგუფები, რომლებიც შემოწმების გარეშე აუცილებლად უნდა შეფასდნენ ორთოპედის მიერ ჩვილობის ასაკში, ესენია ბავშვები დატვირთული ორთოპედიული ოჯახური ანამნეზით, მუცლადყოფნის პერიოდში არასწორი მდებარეობით, თანდართული ნევროლოგიური პრობლემებით.

რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, თუ ბავშვს დროულად არ მივიყვანთ ორთოპედთან?

ორთოპედიულ დაავადებებს აქვთ ოპტიმალური პერიოდი, როდესაც მკურნალობის დაწყება ყველაზე ეფექტურია. ხშირად, თუ დროულად ჩატარებული კონსერვატიული მკურნალობა და/ან რეჟიმის შერჩევა ეფექტურია და სასურველ შედეგს იძლევა, დაგვიანების შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

როგორ უნდა მოვახდინოთ ორთოპედიული პრობლემების პრევენცია?

ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული აქტივობა, სწორი კვება, ხელს უშლის ორთოპედიული პრობლემების განვითარებას და/ან გაღრმავებას. სკრინინგი, უკვე დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში დროულად დაწყებული შესაბამისი მკურნალობა, სწორად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობა ამცირებს პრობლემის უარყოფით გავლენას ცხოვრების ხარისხზე.

კვება და ძილის რეჟიმი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ორთოპედიული პრობლემების პრევენციისთვის, არამედ ზოგადად ორგანიზმის განვითარებისთვის. უფრო მეტიც, კარგი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვის, არამედ ორსული ქალის სწორი კვებაც.

უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორია ამ პროცესში ფიზიკური აქტივობის როლი? რა ტიპის ფიზიკური დატვირთვაა ყველაზე ეფექტური?

ფიზიკური დატვირთვის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის სურვილი, საჭიროა მას მივცეთ არჩევანის საშუალება, თუმცა ორთოპედები თანხმდებიან, რომ სხეულის გაჯანსაღებისთვის ოპტიმალური ვარიანტია ცურვა. მიზეზი მარტივია - წყალში გრავიტაციის ძალა ნაკლებია, შესაბამისად, სახსრები 2-ჯერ ნაკლებად იტვირთება, ხოლო წყლის სიმკვრივე მეტია ჰაერისაზე და შესაბამისად, კუნთები დაახლოებით 4-ჯერ მეტად იტვირთება, ვიდრე ზედაპირზე. ეს კომბინაცია ქმნის კუნთის განვითარებისთვის საუკეთესო პირობას.

როგორია ორთოპედიული პრობლემების მოგვარების გზები? შესაძლებელია თუ არა მათი სრულად მოგვარება?

ორთოპედიული პრობლემების უმრავლესობა კეთილსაიმედო გამოსავლით ხასიათდება. მკურნალობის მეთოდები უფრო ხშირად კონსერვატიულია, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც.

მკურნალობის მაღალი სტანდარტისა და მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ყველა დაავადება უკვალოდ არ ქრება. ამ დროს მთავარია პრობლემამ ვერ მოახდინოს გავლენა ბავშვის ცხოვრების ხარისხზე.

R