მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა სერფერმა თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა
მან თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ AP News იტყობინება.
იაპონელმა სეიჩი სანომ სერფინგი 80 წლის ასაკში ფუჯის მთაზე ასვლის შემდეგ დაიწყო. ის აპირებს 100 წლის იუბილემდე არ დაანებოს თავი სერფინგს.
იაპონელი ცხოვრობს ქალაქ იოკოჰამასთან, სამუშაო დღეებში აგრძელებს სრულ განაკვეთზე მუშაობას და შაბათ-კვირას შავი ქვიშის სანაპიროზე ენოშიმას კუნძულზე ატარებს. თავისი მაგალითით შთააგონებს ხალხს და ამტკიცებს, რომ სერფინგში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
მამაკაცს მიაჩნია, რომ დღეგრძელობის საიდუმლო აქტიური ცხოვრების წესი და სპორტული მიზნებია. ისინი ეხმარებიან მას ჯანმრთელობაზე უკეთესად იზრუნოს. მისი თქმით, ის არ ნერვიულებს, როდესაც რაღაც არ გამოდის, არამედ სიამოვნებას იღებს პროცესით.
იაპონელმა თქვა, რომ მას სერფინგის სიყვარული ადგილობრივი ბანკის თანამშრომელმა შთააგონა, რომელიც სერფინგის წყალობით ყოველთვის გარუჯული გამოიყურებოდა და არ ჰგავდა ტიპურ ბანკირს.
მამაკაცის ინსტრუქტორი, 46 წლის კაზუტო შიმიზუ, გაოცებული იყო მოსწავლის ასაკითა და ფიზიკური ფორმით.
”გაოცებული ვიყავი, რომ მას შეეძლო ახალგაზრდების მსგავსად ვარჯიში,” - თქვა მან.
სხვა სერფერები პატივს სცემენ სანოს და მას ოჯახის წევრად მიიჩნევენ.