/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორია ოფისში გაციების თავიდან აცილების გზები

როგორია ოფისში გაციების თავიდან აცილების გზები
იმისათვის, რომ ოფისში არ გაცივდეთ, იმუნიტეტის ზოგადი შენარჩუნების გარდა, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

პირველ რიგში, ყოველ 3-4 საათში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში საჭიროა ოთახის განიავება, მიკრობების გავრცელების რისკის შესამცირებლად. მეორეც, აუცილებელია თქვენი სამუშაო ადგილის სველი წმენდა: მაგიდის ზედაპირი გაასუფთავეთ წყლით ან ანტისეპტიკით დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით.

მესამე, მიკრობებისგან ეფექტურად დასაცავად, უნდა დაიბანოთ ხელები ან დაიმუშავოთ ანტისეპტიკური ხსნარით ყოველ სამ საათში ერთხელ. კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი ეფექტის მქონე კრემი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უნდა ეცადოთ, სახეს ჭუჭყიანი ხელებით არ შეხოთ. ხელებზე არის მიკრობები, რომლებსაც შეუძლიათ ლორწოვან გარსებში შეღწევა, რაც ინფექციური პროცესის დაწყებას იწვევს. საჭიროა ცხვირის ღრუს გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით ან ზღვის მარილისი იზოტონური ხსნარით, რომელიც გაანადგურებს ლორწოვან გარსზე არსებულ ბაქტერიებს.

დაიბანეთ ხელები ყოველ ჯერზე ოფისში საერთო სარგებლობის ნივთებთან კონტაქტის შემდეგ, როგორიცაა ჩაიდანი ან კარის სახელურები, ასევე შეზღუდეთ კოლეგებთან ხელის ჩამორთმევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს

რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. კვირეული 24-29 აპრილს აღინიშნება და მას დაასრულებს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენცია „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“. ღონისძიება თბილისში 29 აპრილს გაიმართება. კონფერენციას „ჯეო ჰოსპიტალსისა“ და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეული ლაბორატორიული მიმართულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალი დაესწრება.

კონფერენციის ჩატარების პარალელურად, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი არ წყვეტს საკუთარ მომხმარებლებზე ზრუნვასაც. „ჯეო ჰოსპიტალსში“ ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიულ კვლევებზე მასშტაბური აქციები იმოქმედებს.

3-1682493127.jpg

,,ლაბორატორიული მედიცინა არის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მიწოდების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალთა გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სწორი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის პროცესში. სწორედ ამ ადამიანების დასაფასებლად, დაუღალავი ძალისხმევის მადლიერების გამოხატვის მიზნით, მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს, რომელსაც „ჯეო ჰოსპიტალსიც“ უერთდება,“ - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ.

რაც შეეხება ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციას „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“, მას კლინიკური დირექტორი კახა გზობავა გახსნის. კონფერენციის ფარგლებში კოლეგები საკუთარ გამოცდილებასა და ლაბორატორიული მიმართულებით არსებულ სიახლეებს განიხილავენ.

2-1682493159.jpg

კონფერენციის მთავარი თემებია:

  • ლაბორატორიული სერვისების ხარისხი - რეალობა და გამოწვევები
  • ლაბორატორიული უსაფრთხოება პრეანალიზურ ეტაპზე
  • კარდიული მარკერები
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
  • ალფა ფეტოპროტეინის (AFP) როლი გენეტიკური მუტაციების გამოვლენისას ორსულობის პერიოდში
  • შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი
  • ამიაკის კვლევის მნიშვნელობა ღვიძლის დაავადებების მართვაში

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

R