2 აპრილი - მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2 აპრილი - მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანების მიმღებლობის გაზრდას ეძღვნება.

4a3b80-eee773da0d4c4e93b70347416142ca77mv2-1680376855.jpg

აუტიზმის შესახებ:

აუტიზმის შესახებ by mariam

ფაქტები:

  • აუტიზმი 1000-დან 6 ბავშვს აღენიშნება;
  • აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში აუტიზმის გამოვლენის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, რომელიც ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევითაა გამოწვეული.

ეს პათოლოგია იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა - საუბარი, თამაში, სოციალური ინტერაქცია, საზოგადოებრივი ქცევა. ბავშვს უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც ესმის, ხედავს. შესაბამისად, უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, შეზღუდული ინტერესები და მოქმედებები აქვს. ეს ნიშნები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული სირთულით ვლინდება.

unknown-1680377125.png

აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ძირითადად 3 სახის პრობლემაა დამახასიათებელი:

  • მეტყველება – საუბრის გვიან დაწყება, სხვისი ნათქვამის არასწორად აღქმა.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა – ბავშვებს უჭირთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
  • შეზღუდული ინტერესები – აუტისტებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ერთ საგანზე იყვნენ კონცენტრირებული, იმეორონ ერთი და იმავე მოძრაობა, უყურონ ერთსა და იმავე ფილმს ან უსმინონ მუსიკას.

აღნიშნულ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს სირთულეები ქცევის მართვის კუთხით, გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების პრობლემა, ძილის პრობლემა, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა - დეპრესია, შფოთვა.

აუტიზმს სპექტრულ აშლილობას უწოდებენ. ეს ქოლგა ტერმინი გულისხმობს რამდენიმე მდგომარეობას.

მეცნიერები ოთხ კატეგორიას გამოყოფენ:

ბავშვთა აუტიზმი - აუტიზმის განვითარების ისეთი ტიპია, როდესაც დარღვევა 3 წლის ასაკამდე ვლინდება და აღინიშნება სოციალური ურთიერთობების სიძნელეები, განმეორებადი ქცევები. შესაძლოა აღინიშნოს არასპეციფიკური სიმპტომებიც – კვების დარღვევა, აგრესია თუ სხვადასხვა ფობიები.

ატიპიური აუტიზმი - ბავშვთა აუტიზმისგან განსხვავებით, დარღვევები სამი წლის შემდეგ ვლინდება. გარდა ამისა, აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები არასაკმარისადაა გამოვლენილი. ატიპიური აუტიზმი ძირითადად ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანებში ვლინდება.

ასპერგერის სინდრომი - ამ სინდრომს აუტიზმისთვის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების პრობლემები ახასიათებს. გარდა ამისა, ვლინდება განმეორებადი და შეზღუდული ქცევები და ინტერესები. ასპერგერის სინდრომის დროს მეტყველების შეფერხება არ აღინიშნება. სინდრომი ძირითადად მოზარდებში გამოიხატება ხოლმე.

განვითარების ზოგადი აშლილობა - განვითარების ზოგადი აშლილობის დროს კოგნიტიური პრობლემები გამოხატულია, თუმცა ბავშვთა აუტიზმის, ატიპიური აუტიზმის ან ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

images-1680377370.jpeg

აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ცვლილებები თავის ტვინის განვითარების ადრეულ სტადიაზე ვითარდება, ამიტომ, შესაბამისი სიმპტომატიკა 3 წლამდე ასაკში უკვე გამოვლენილია. ადრეულ დიაგნოსტიკას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე მიდგომით აუტიზმის დიაგნოსტირებისთვის ბავშვს განვითარების ან ქცევის სულ ცოტა 6 სპეციფიკური ნიშანი მაინც უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნები 3 წლამდე ასაკში უნდა გამოვლინდეს და აუტიზმის გარდა ამ სიმპტომების სხვა ახსნა არ უნდა არსებობდეს.

ნიშნები:

  • არ ამყარებს თვალით კონტაქტს;
  • არ რეაგირებს სახელზე;
  • არ გამოხატავს ემოციებს ქცევით, ან სახის მიმიკით (9 თვის ასაკში);
  • 12 თვის ასაკში არ თამაშობს მარტივ ინტერაქტიურ თამაშებს (ტაშის დაკვრა, ბურთის დაჭერა);
  • 12 თვის ასაკში ჟესტებს მწირად, ან არ იყენებს;
  • 15-18 თვის ასაკში არ გამოხატავს ინტერესს საგნების მიმართ;
  • ვერ ამჩნევს სხვების ემოციებს სახის გამომეტყველებით, ხმით, ქმედებით(2 წლის ასაკში);
  • არ თამაშობს სხვა ბავშვებთან(3 წლის ასაკში);
  • არ თამაშობს როლურ თამაშებს(4 წლის ასაკში);
  • ერთ მწკრივში ალაგებს სათამაშოებს და ყოველთვის თამაშობს ერთი და იგივე სცენარით;
  • ფოკუსირებულია საგნის/სათამაშოს ცალკეულ დეტალზე;
  • ერთსა და იმავე ბგერებს ან ფრაზებს იმეორებს დაუსრულებლად (ექოლალია);
  • აქვს აკვიატებული მოქმედებები (რხევა, ტრიალი);
  • აქვს უჩვეულო რეაქცია შეხებაზე, ჟღერადობაზე, ემოციაზე, სუნზე, გემოზე;
  • მეტყველების განვითარების შეფერხება;
  • მოტორული უნარების განვითარების შეფერხება;
  • შემეცნებითი (დასწავლის) უნარების განვითარების შეფერხება;
  • ჰიპერაქტიური, იმპულსური ან უყურადღებო ქცევა;
  • კვებისა და ძილის ჩვევების დარღვევა;
  • ემოციების კონტრასტულობა (გადაჭარბებული შფოთვა, ან სრული განურჩევლობა);
  • შიშის არაადექვატური რეაქციები (გადაჭარბებული შიში, ან მისი სრული არარსებობა);
  • ყურადღებას არ იჩენს გარშემომყოფების მიმართ;
  • ხმაურით არ ცდილობს ყურადღების მიქცევას

კვლევებით დასტურდება, რომ აუტიზმის აღმოჩენა სამი თვის ასაკში, ანუ იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი ვიდრე დარღვევა მკაფიო გახდება. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მშობელთან ურთიერთობაც უჭირთ.

images-1-1680378139.jpeg

რა იწვევს აუტიზმს

აუტიზმის შესახებ ჩატარებული უამრავი კვლევის მიუხედავად, რთული სათქმელია თუ რა იწვევს მას. არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო წლების განმავლობაში სპეციალისტებმა იშვიათი გენური მუტაციები აღმოაჩინეს, რაც აუტიზმის განვითარებასთან არის კავშირში. დადგენილია ასობით გენი, რომელიც აუტიზმის რისკის მატარებელია.

აუტიზმის განვითარებაში ასევე გარკვეულ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები, რომელიც თავის ტვინზე ახდენს ზემოქმედებას.

ასეთი ფაქტორებია:

  • ორსულობისას მავნე ზემოქმედებები;
  • მშობლების ასაკი;
  • რთული მშობიარობა;
  • დღენაკლულობა;
  • მცირე წონა

გასათვალისწინებელია, რომ ეს ფაქტორები აუტიზმს არ იწვევენ, ისინი გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად გარკვეულ გავლენას ახდენენ აუტიზმის განვითარებაში.

აუტიზმის მკურნალობის მეთოდები:

აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ და უმეტესად ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში თანმდევი მდგომარეობაა, თუმცა სწორი მკურნალობის შედეგად მათი მდგომარეობა უმჯობესდება, სიმპტომები მცირდება. ადრეული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

სწორი თერაპიის დახმარებით აუტიზმის მქონე პირების უმეტესობა სწავლობს სამეტყველო ენის გამოყენებას, კომუნიკაციას.

მკუნალობის გეგმა კი კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ეს პროცესი ინტენსიურია და პროფესიონალთან ერთად ოჯახიც აქტიურადა უნდა იყოს ჩართული.

თერაპიის ტიპები:

  • განვითარებითი - სენსორული ინტეგრაციის, მეტყველების, ოკუპაციური თერაპიის კომბინაცია;
  • ქცევითი - ფოკუსირდება ბავშვის ქმედებების მიზეზებზე და შედეგებზე;
  • სოციალური - ფოკუსირდება სოციალური უნარების და ემოციური კავშირების ჩამოყალიბებაზე;
  • საგანმანათლებლო - დასწავლის პროცესების გაუმჯობესებისთვის, ვიზუალური და დემონსტრაციულიმასალების გამოყენებით;
  • ფსიქოლოგიური - კოგნიტური თერაპია უზრუნველყოფს ემოციასთან დაავშირებული ქცევითი დარღვევების კორექციას;
  • ფარმაკოლოგიური - აუტიზმის მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა,ზოგიერთი დარღვევის დროს (მაგ: დეპრესია) საჭირო ხდება ფარმაკოთერაპიის ჩართვა მკურნალობის პროცესში
  • ალტერნატიული მეთოდები(მაგალითად, არტ-თერაპია, ცხენზე ჯირითი, ქიროპრაქტიკა)

მკურნალობის ფორმის შერჩევა ინდივიდუალურია.

054a4ae7f302db9796cad66d83e2fbac-w200-1680378732.gif

აუტიზმის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლიათ და ამის მაგალითი უამრავი ცნობილი ადამიანია:

  • ჩარლზ დარვინი;
  • ალბერტ აინშტაინი;
  • ბილ გეიტსი;
  • სტივ ჯობსი;
  • სტენლი კუბრიკი;
  • ლიონელ მესი;
  • ენტონი ჰოპკინსი;
  • ნიკოლა ტესლა

აუტიზმის მქონე პირებს გააჩნიათ გამორჩეული უნარები:

  • მათემატიკური შესაძლებლობები;
  • კომპიუტერული უნარები;
  • მუსიკალური შესაძლებლობები;
  • ვიზუალური აზროვნება;
  • გარემოში ორიენტაციის უნარი

აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები ისეთივე უნიკალურები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი.

unknown-1-1680378537.jpeg