რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ
დიახ, საღეჭი რეზინი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის დიდხანს დარჩება კუჭში.
ნებისმიერი რეზინი, რომელსაც გადაყლაპავთ, მალევე გაივლის ორგანიზმს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკვები.
საჭმლის მომნელებელი სისტემა მაქსიმალურად ცდილობს საღეჭი რეზინის დაშლას, გამოაქვს ყველა ის საკვები ნივთიერება, რისი გამოტანაც შესაძლებელია. საღეჭი რეზინი ერევა სხვა საკვებს, შემდეგ კი განავალთან ერთად გამოდის ნაწლავებიდან.
თუ ბავშვი გადაყლაპავს საღეჭ რეზინას
ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ჯანმრთელობის გართულებები საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შედეგად.
თუ საღეჭი რეზინი დიდი იყო, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ნაწლავების ბლოკირება, განსაკუთრებით, თუ მას უკვე აწუხებს ყაბზობა.
1998 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბავშვებს განუვითარდათ ნაწლავის გაუვალობა რამდენიმე ცალი საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემდეგ. რეზინი უკავშირდებოდა სხვა არასაკვებ ობიექტებს და წარმოქმნიდა დიდ მასებს, რაც იწვევდა ძლიერ ტკივილს, ღებინებას და ყაბზობას. მაგრამ ეს შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.