გულის შეძენილი დაავადებები ბავშვთა ასაკში და პრევენციის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის შეძენილი დაავადებები ბავშვთა ასაკში და პრევენციის გზები

რეალურად კი გულის თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიები ბავშვებშიც გვხვდება. ბავშვთა ასაკში ჭარბობს გულის თანდაყოლილი პათოლოგიები, შეძენილთან შედარებით, თუმცა შეძენილი ცვლილებებიც გხვდება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა კაპანაძე განმარტავს, გულის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რევმატული პროცესი, რომელიც ბავშვთა ასაკში იწყება. ამ დროს ხშირად ზიანდება გულის მიტრალური და აორტული სარქველი.

ბავშვთა ასაკში გულის შეძენილი პათოლოგიებისა და დაავადებების შესახებ დეტალურად თავად ლიკა კაპანაძე გვესაუბრება.

332358506-598647608374969-1380249556216843222-n-1676972373.png

გულის შეძენილი რომელი პათოლოგიები გვხვდება ბავშვებში ყველაზე ხშირად?

საყურადღებოა, თუ ბავშვი ხშირად ავადობს ანგინით, აქვს სახსრების ტკივილი, უნებლიე მოძრაობები, აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რომ გულის დაზიანება გამოირიცხოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი გახშირებული მიზეზი რევმატული პროცესია. თუმცა გულის შეძენილი პათოლოგიები გვხვდება არარევმატული დაავადებების დროსაც. ერთ-ერთი მათგანია კავასაკის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. ამ დროს ბავშვს აღენიშნება გამონაყარი, ხელისა და ფეხის გულების ჰიპერემია (მკვეთრად გამოხატული სიწითლე), კონიუნქტივიტი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები. დაავადების მიმდინარეობისას ბავშვებში შეიძლება დაზიანდეს გულის მკვებავი სისხლძარღვები - კორონარული არტერიები. დაზიანება მათ გაგანიერებას და მათში შესაძლო თრომბების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

კავასაკის დაავადების ტიპის ცვლილებები გულზე ასევე გვხვდება, როდესაც კოვიდ 19 ინფექციის შემდეგ ვითარდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

გულის სხვადასხვა შრე შესაძლოა დაზიანდეს სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგაც. მაგალითად, პერიკარდიტი - როდესაც გულის გარსებს შორის გროვდება ანთებითი სითხე; მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რაც გულის კუმშვადობის დაქვეითებას იწვევს. საბედნიეროდ, მიოკარდიტების განვითარება ხშირად არ გვხვდება.

როგორ უნდა მოხდეს გულის შეძენილი დაავადებების პრევენცია?

გულის შეძენილი დაავადებების პრევენცია ბავშვთა ასაკში ხდება. აუცილებელია ჭარბი წონის კორექცია, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება. ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ ზრდასრულ ასაკში კორონარული არტერიების დაზიანება თავიდან ავიცილოთ.

ბავშვებში უკვე გეგმურად ვაკეთებთ ქოლესტერინის განსაზღვრას პირველად 9-11 წლამდე და განმეორებით 17-21 წლამდე, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას წარმოადგენს. რაც შეეხება სარქვლოვანი პათოლოგიების პრევენციას, ამ შემთხვევაში, უმთავრესი როლი ენიჭება რევმატული პროცესის თავიდან აცილებას, ბაქტერიული ინფექციის ადეკვატური და სრული სქემით მკურნალობას, ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრას.

რა ტიპის დაავადებაა არითმია და რამდენად ხშირად გვხვდება ის ბავშვებში?

არითმია რამდენიმე ტიპისაა: ბრადიარითმია - როდესაც გულის ცემის სიხშირე ნორმასთან შედარებით უფრო დაბალია, ტაქიარითმია - როდესაც გულის ცემის სიხშირე მაღალია და არარეგულარული - როდესაც გულის ცემა არათანაბარია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არითმია ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას. მაგალითად, ბავშვებში ხშირად გვხვდება სუნთქვითი ან სინუსური არითმია, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს. თუმცა იმისათვის რომ გამოვრიცხოთ პათოლოგიური არითმიის არსებობა აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება. ზოგჯერ ხდება აუცილებელი ხანგრძლივი ე. კ. გ. მონიტორინგი, ამისათვის არ არის საჭირო კლინიკაში მოთავსება, ეს ხდება ამბულატორიულად.

რა არის არითმიის გამომწვევი მიზეზები?

არითმია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, შეიძლება გვხდებოდეს დამოუკიდებლად, ან რაიმე სხვა დაავადების ფონზე იყოს განვითარებული.

ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას განვითარებული არითმია. ასევე, შესაძლებელია განვითარდეს ვირუსული ინფექციის ფონზე, რევმატული დაზიანების დროს, ტკიპას ნაკბენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ან თვეში, სხვადასხვა გენეტიკური ან მემკვიდრეობითი დაავადების დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს არითმიას?

პაციენტმა, რომელსაც აწუხებს არითმია, შეიძლება მოგვმართოს ჩივილებით: გულის ფრიალის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, ზოგადი სისუსტე, დაღლა, სუნთქვის გაძნელება. ზოგჯერ ბავშვები არითმიის შეგრძნებას გადმოსცემენ როგორც ტკივილს გულმკერდის არეში.

რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას ბავშვთა ასაკში?

მშობლებისთვის განვმარტავ რომ, არტერიული ჰიპერტენზია ნიშნავს არტერიული წნევის მატებას. არტერიული ჰიპერტენზია არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზია არის გამორიცხვის დიაგნოზი. ამ დროს ყველა სხვა დაავადებას გამოვრიცხავთ, რომლის შედეგადაც შეიძლება ჰიპერტენზია მეორადად განვითარდეს.

მეორადი არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის, თირკმლის სისხლძარღვების და საშარდე სისტემის პათოლოგიების დროს, ენდოკრინული დაავადებების დროს (ჰორმონალური დარღვევები), ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პათოლოგიების დროს.

ბოლო დროს ძალიან იმატა არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევებმა ბავშვებში ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს. ეს მეტად საყურადღებო ფაქტია. ამ დროს ყველა ღონისძიება მიმართულია პირველ რიგში წონის კორექციაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ბავშვებს, ვისაც ოჯახური ანამნეზი აქვთ დატვირთული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონისა და დიაბეტის მხრივ. საჭიროა არტერიული წნევის ყოველწლიური კონტროლი.

ბავშვთა ასაკში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს დღენაკლულობა.

როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ბავშვებში?

მეორადი ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში ხდება ძირითადი დაავადების მკურნალობა და, ასევე, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების დანიშვნა. ხოლო პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში, ვიწყებთ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას, ფიზიკურ აქტივობას, სუფრის მარილის შეზღუდვას, დიეტას, წონის კლებას. თუ აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა.

რამდენად დაშვებულია სპორტი და ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის, ვისაც გულის შეძენილი პათოლოგია აქვს?

ყველაფერი დამოკიდებულია დაზიანების სახეობასა და ხარისხზე, უმეტეს შემთხვევაში ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ნებადართულია, თუმცა არსებობს დაავადებებო როდესაც არ არის რეკომენდებული პროფესიული სპორტი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობის სახეობა, სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა განიხილოთ ბავშვის მკურნალ კარდიოლოგთან ერთად.

ბავშვთა ასაკში გულის დაავადებების არსებობა რამდენად განაპირობებს მათ ზრდასრულ ასაკში კვლავ განვითარებას?

ზოგი პათოლოგიის სრულად განკურნებაა შესაძლებელი, ზოგი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას და ნაკლებად ახასიათებს გაუარესება მოზრდილ ასაკში. არსებობს გულის პათოლოგიები, რომელიც განიცდის პროგრესირებას მოზრდილ ასაკშიც, ამიტომ პაციენტებს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ. აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევა და კონტროლი.