მამაკაცმა სტომატოლოგთან ჩაწერა ვერ შეძლო და 11 კბილი ბრტყელტუჩათი ამოიღო
გლინოსი ამტკიცებს, რომ მან არაერთხელ სცადა სტომატოლოგთან ჩაწერა სახელმწიფო კლინიკებში, მაგრამ ვერასოდეს შეძლო ამის გაკეთება. საბოლოოდ მან თვითმკურნალობა გადაწყვიტა და ოთხი წლის განმავლობაში 11 კბილი ამოიძრო, რომელსაც გამჭვირვალე ქილაში ინახავს.
როდესაც კბილი იწყებს ტკივილს, მამაკაცი არყევს მას რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ იღებს ბრტყელტუჩათი. ”მე მრჩება მხოლოდ ის რომ ვიჯდე და გავუძლო ტკივილს, ან ყველაფერი თავად გავაკეთო”, - ამბობს ის.
გლინოსი აცხადებს, რომ სტომატოლოგიური პრობლემები გავლენას ახდენს მის პირად ცხოვრებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მამაკაცს ქვედა ყბაზე მხოლოდ ერთი კბილი აქვს დარჩენილი, რომლითაც შეუძლია საკვების ჩაკბეჩა. გლინოსს კუჭის ტკივილები აწუხებს, გაჭირვებით ჭამს და საჭმლის მონელების პრობლემა აქვს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 42 წლის დანიელ უოტსმა დიდი ბრიტანეთიდან კბილების თითქმის ნახევარი საკუთარი ხელით ამოიღო. ქალის თქმით, ექვსი წლის განმავლობაში მან მიმართა ბევრ სპეციალისტს, მაგრამ არცერთი მათგანი არ დათანხმდა ახალი პაციენტების მიღებას.