რაზეა დამოკიდებული სტომატოლოგიური კლინიკის ფასები და რას ნიშნავს ციფრული სტომატოლოგია?
ალბათ მალევე მიხვდებოდით, რომ სტომატოლოგიური კლინიკის ფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ კითხვაც გაგიჩნდათ, რატომ არის ასეთი სხვაობა, პასუხის გაგებაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ. პირველ რიგში, აუცილებლად გაარკვიეთ კლინიკა ციფრული აპარატურით მუშაობს თუ ტრადიციული მეთოდით. ერთ-ერთი მოწინავე სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც ციფრული აპარატურით მუშაობს არის „Blits dental Clinic“, რომელიც პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Dentsply Sirona-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.
ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და ის ადამიანების ცხოვრებისა თუ საქმიანობის ყველა მიმართულებაში იჭრება. ციფრული ტექნოლოგიები ამარტივებენ ამა თუ იმ პროცესს, შედეგის უფრო სწრაფად მიღების შესაძლებლობას გვაძლევენ და ამავდროულად, სიზუსტის გარანტიასაც გვაძლევენ. ასეა სტომატოლოგიაშიც. ციფრული CEREC სისტემის საშუალებით შესაძლებელია ერთ ვიზიტში აღიდგინოთ დაზიანებული კბილი. მისი უპირატესობებია: სისწრაფე, ხარისხი, სიზუსტე, ნაკლებად ინვაზიურობა და სიმარტივე.
ციფრული აპარატურის დახმარებით მზადდება გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი კონსტრუქციები, რომლებიც ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებულია.
ციფრული აპარატურით მუშაობა ტრადიციულისგან რადიკალურად განსხვავდება. CEREC სისტემით მუშაობის დროს კბილის ტექნიკის ფუნქციას ასრულებს კომპიუტერი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი იუველირული სიზუსტით ხდება. ამ დროს ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. ოპტიკური ანაბეჭდით გაკეთებული კონსტრუქცია კი იმდენად ზუსტია, რომ მას კორექტირება აღარ სჭირდება.
CEREC-ის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შედეგის ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, ერთ ვიზიტში მიღების შესაძლებლობას იძლევა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, CEREC-ით მუშაობის დროს სპეციალური სკანერის საშუალებით ხდება პირის ღრუს ციფრული სკანირება. გარდა იმისა, რომ აღნიშნულით პროცესი ჩქარდება, ის ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს. ციფრულ ფორმატში მიღებული შედეგი ციფრულადვე იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც კბილების მოდელირება/დამზადება ხდება.
აღსანიშნავია, რესტავრაციის შემდეგ კბილი გამოიყურება ბუნებრივად, ხოლო შედეგი მყარი და გარანტირებულია.
გარდა აღნიშნულისა, არსებობს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც სტომატოლოგიური მომსახურების ფასს განსაზღვრავს.
ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმია სამუშაო მასალების ხარისხი. მუდმივად ვითარდება და იხვეწება სამუშაო მასალებიც, რომლითაც სტომატოლოგები პაციენტებს სხვადასხვა მომსახურებას უწევენ. თანამედროვე მასალები უფრო მეტად მიახლოებულია ბუნებრივ კბილთან, მეტად ბიოთავსებადია და ამავდროულად, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს. მათი ღირებულებაც უფრო მაღალია. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი სხვა ტიპის მასალებისგან ხარისხითაც განსხვავდება.
კიდევ ერთი საკითხი რომელიც პირდაპირ უკავშირდება სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურების ღირებულებას ექიმის კვალიფიკაციაა. მომსახურების მიღებამდე გაარკვიეთ, ჩართულია თუ არა ის მუდმივი განათლების პროცესში, პერიოდულად გადის თუ არა გადამზადებასა და ტრენინგებს, სწავლობს თუ არა ახალ აპარატურასა და მასალებთან მუშაობას. სტომატოლოგია მუდმივად განვითარებადი დარგია და მნიშნელოვანია, რომ მის პარალელურად, სტომატოლოგიც მუდმივად ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი კი გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული და სტომატოლოგიური კლინიკისა თუ თავად სპეციალისტისთვის ინვესტიციაა. მუდმივად სწავლის და განვითარების პროცესში ჩართული სპეციალისტის მომსახურება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იმ ექიმის, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო და მას შემდეგ უწყვეტი განათლების პროცესში არ არის ჩართული.
R