ავსტრალიელმა ქალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 107 დღეში 107 მარათონული რბენა განახორციელა

ქალის თქმით, ის გაჩერებას არ გეგმავს და მალე გააუმჯობესებს საკუთარ მიღწევას. 32 წლის ერჩანა მიურეი-ბარტლეტმა ყოველდღიური მარათონული გარბენები აგვისტოში დაიწყო.
ქალმა ავსტრალიის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილიდან დაიწყო და სამხრეთ ნიშნულამდე მიღწევას გეგმავს. ამ პროცესში მან გინესის რეკორდი დაამყარა ზედიზედ ყველაზე მეტ მარათონულ გარბენაში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
„თეძოები, ფეხის გულები, ფეხები და ზურგი მტკივა. რეკორდის მიღწევის შემდეგ ემოციურ დაღლილობას ვგრძნობ“, - ჩიოდა ერჩანა. ამის მიუხედავად, ქალბატონი აქ გაჩერებას არ აპირებს, მისი მიზანი 150 მარათონული გარბენია.
მიურეი-ბარლეტმა დაამატა, რომ მას სურს მარათონული რბოლით ყურადღება გაამახვილოს ავსტრალიის ველური ბუნების გასაჭირზე. „ჩვენ გვყავს მსოფლიოში ცნობილი ზოგიერთი ველური ცხოველი, მაგრამ ავსტრალია ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მხრივ მსოფლიო ლიდერია“, - თქვა მორბენალმა.