,,გულის კარის მესაიდუმლე“ - „ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ კარდიოლოგიურ განყოფილებას ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

,,გულის კარის მესაიდუმლე“ - „ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ კარდიოლოგიურ განყოფილებას ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა

უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ მასზე, მაგრამ ყველაზე მეტის თქმა მაინც გულს შეუძლია და ზუსტად ესმის მისი ხმაც, ამიტომაც ჩვენც გადავწყვიტეთ გულით და დიდი სიყვარულით გამოვხატოთ მადლიერება ბატონი ირაკლისადმი. „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდის გადაწყვეტილებით, მის პატივსაცემად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - კარდიოლოგიურ დეპარტამენტს - მისი სახელი მივანიჭეთ,“ - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ „ფეისბუქ“ გვერდი წერს.

ირაკლი მეგრელაძის სახელობის კარდიოლოგიური განყოფილება პაციენტებს აქტიურად ემსახურება და სრულ სამედიცინო პაკეტს სთავაზობს.

321156843-565240685033994-6658495977099026404-n-1672390468.jpg

ირაკლი მეგრელაძე ქართული კარდიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კარდიოლოგიის სფეროში არსებული მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა. ის არის პირველთაგანი, ვინც ქვეყანაში ექოკარდიოგრაფია დანერგა. ექიმი სხვადასხვა სამედიცინო ტიტულისა და ჯილდოს მფლობელია, ესენია: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. ამავდროულად, ირაკლი მეგრელაძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ ირაკლი მეგრელაძის სახელობის კარდიოლოგიური განყოფილების გახსნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი ექიმის კოლეგები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიგი ხაბეიშვილი, პროფესორი თამაზ შაბურიშვილი და საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი სერგო ორჯონიკიძე.

შეხვედრის ფარგლებში კლინიკის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ირაკლი მეგრელაძის წვლილი კარდიოლოგიის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის.

,,ჩვენ ვფლობთ თქვენი სახით უდიდეს ინტელექტუალურ შესაძლებლობას, რაც თითოეული პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია. მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის,“ - აღნიშნა თავის მიმართვაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ბესო ზენაიშვილმა.

თავის მხრივ, ირაკლი მეგრელაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნდობისა და დაფასებისთვის და წარმატებები უსურვა კოლეგებსა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდს.აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიური განყოფილება მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას და პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ.

R