გამოვლინდა COVID-19-ის შემდეგ ნაწლავის მიკრობიოტის დარღვევა

კვლევის პროცესში სპეციალისტებმა შეისწავლეს კორონავირუსული ინფექციის გადამტანი საცდელი თაგვების ნაწლავის მიკრობიომი. აღმოჩნდა, რომ მღრღნელებს შორის მნიშვნელოვნად დაქვეითდა მიკრობული მრავალფეროვნება, რამაც გამოიწვია ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი პათოგენური მიკროფლორის ზრდა.
ავტორებმა ასევე გააანალიზეს 2020 წელს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული COVID-19-ის სხვადასხვა ფორმით დაავადებული 100 ადამიანი. მათ აღენიშნებოდათ იგივე შედეგები, რაც თაგვებში გამოვლინდა, თუმცა პათოგენები გარკვეულ სიტუაციებში აღწევდნენ ავადმყოფთა სისხლში. სულ მსგავსი გართულებები გამოკვლეულთა 20%-ს გამოუვლინდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაშრომის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეპყროს ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებებს SARS-CoV-2-ით ინფიცირებულებს შორის, რადგანაც თანდართული მეორეული ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციები ძალიან საშიშია ავადმყოფებისათვის. მომავალში მკვლევრები გეგმავენ ამ ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას და რისკის ჯგუფის გამოვლენას.