ადამიანის „საკვები ინტელექტის“ არსებობა დამტკიცდა

მათი აზრით, გარკვეული პროდუქტის სურვილისამებრ არჩევა განპირობებულია ორგანიზმის მიერ კონკრეტული კვებითი ერთობლიობის გადარჩევით იმისათვის, რომ ადამიანი დაკმაყოფილდეს ამა თუ იმ მინერალითა და ვიტამინით.
სპეციალისტების გუნდმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარა 128 ადამიანზე. მეცნიერები მოხალისეებს აჩვენებდნენ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წყვილის გამოსახულებას და შემდეგ აანალიზებდნენ მათ არჩევანს.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები საკვები პროდუქტების გარკვეულ კომბინაციას უფრო ხშირად ამჯობინებენ სხვას. მაგალითად, ვაშლსა და ბანანს უფრო ხშირად ირჩევდნენ, ვიდრე ვაშლსა და მაყვალს.
ასეთი შედეგები ამტკიცებს მანამდე არსებულ ჰიპოთეზას, რომ უპირატესობები განპირობებულია არჩეულ ხილში მიკროელემენტების ოპტიმალური ბალანსით. კვლევის მეორე ფაზამ ასევე მიუთითა, რომ გარკვეული პროდუქტების არჩევანი ნაკარნახევია კონკრეტული საკვები ნივთიერებებით და არა მხოლოდ კალორიულობით.